განათლების ფსიქოლოგიის კურსი
-
23 ლექცია
-
დასაწყისი: 20 აპრილი
-
19:00 საათი
-
ფასი: 985 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
განათლების ფსიქოლოგიის კურსი
აზროვნების აკადემია იწყებს განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო კურსს. კურსი მონაწილეებს გააცნობს ადამიანის განვითარების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, სწავლების სხვადასხვა თეორიას და იმ მიდგომებს, რომლებიც დღეს ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებისთვის გამოიყენება.
პროგრამა აერთიანებს როგორც კლასიკურ ფსიქოლოგიურ თეორიებს (პიაჟე, ვიგოტსკი, ერიკსონი, კოლბერგი), ისე თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს : კონსტრუქტივისტულ სწავლებას, დიფერენცირებულ სწავლებას, მოსწავლეზე ორიენტირებულ პრაქტიკას და შეფასების თანამედროვე სისტემებს.
კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს, თუ როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა რეალურ სასწავლო გარემოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლის კოგნიტურ, სოციალურ და ზნეობრივ განვითარებას, კლასის მართვას, ჯგუფური მუშაობის სტრატეგიებს, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას და თანამედროვე საკლასო გარემოს შექმნას.
კურსი განკუთვნილია:
სკოლის მასწავლებლებისთვის
დამწყები და მოქმედი პედაგოგებისთვის
საგანმანათლებლო სივრცეში მომუშავე სპეციალისტებისთვის
სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით
ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს სწავლების თანამედროვე მიდგომები და ადამიანის განვითარების ფსიქოლოგია
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ:
სისტემურ ცოდნას განათლების ფსიქოლოგიის ძირითადი თეორიების შესახებ
პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ეფექტური სწავლა-სწავლების ორგანიზებისთვის
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებს
შეფასების თანამედროვე მიდგომების გამოყენების უნარს
კლასის მართვისა და ჯგუფური მუშაობის ეფექტურ მეთოდებს
ცოდნას, თუ როგორ შეიძლება ფსიქოლოგიური თეორიების გამოყენება სასწავლო პროცესში
კურსის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს უკეთ გააცნობიერონ სწავლებისა და განვითარების ფსიქოლოგიური მექანიზმები და შეძლონ მათი გამოყენება რეალურ საგანმანათლებლო პრაქტიკაში.
📅 დაწყების თარიღი: 20 აპრილი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს, 19:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 კურსზე მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის:
🔖 სრული კურსის ღირებულება – 985₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40
მოდული 1
ფსიქოლოგიური საფუძვლები და განვითარების თეორიები
• ნატა ასათიანი — განათლების ფსიქოლოგია, განვითარების ზოგადი პრინციპები და კვლევის მეთოდები
• ზურაბ ვახანია — ბიჰევიორიზმი და სოციალური დასწავლა
• ნინო ბუაძე — ლევ ვიგოტსკის სოციოკულტურული თეორია და სკაფოლდინგი
• ზურაბ ვახანია — ჰუმანისტური მიდგომა სწავლებისადმი
• ზურაბ ვახანია — სოციალური და ზნეობრივი განვითარება: ერიკ ერიკსონის ფსიქო-სოციალური განვითარების სტადიები; ადამიანის ზნეობრივი განვითარება ჟ. პიაჟესა და ლ. კოლბერგის თეორიების მიხედვით და მათი გამოყენება სწავლებისა და აღზრდის პროცესში
• ზურაბ ვახანია — ადამიანის კოგნიტური განვითარების პრინციპები ჟან პიაჟეს მიხედვით და მათი მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში
• ზურაბ ვახანია — ინტელექტი, კრეატიულობა და მეტაკოგნიცია
მოდული 2
სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემები
• ზურაბ ვახანია — კონსტრუქტივისტული მეთოდიკა და სამფაზიანი სწავლება
• ზურაბ ვახანია — მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების რეალური განხორციელება
• ზურაბ ვახანია — ინდივიდუალური და დიფერენცირებული სწავლება
• ზურაბ ვახანია — ჯგუფური მუშაობის სტრატეგიები
• ზურაბ ვახანია — შეფასების ფორმები და აკადემიური მიღწევები
• ზურაბ ვახანია — დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და აქტიური მზაობა
• ნინი ელბაქიძე — გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება სწავლების პროცესში
მოდული 3
ფსიქოლოგიური მდგრადობა, ტექნოლოგიები და ინკლუზია
• მელანია ჩარგაზია — ინკლუზიური განათლების პრინციპები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები: სენსორული, სოციო-ემოციური, ქცევითი და დასწავლის სირთულეები; ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი და კოგნიტური განვითარების პრობლემები
• მელანია ჩარგაზია — ინკლუზიური განათლების პრაქტიკული მიდგომები და მუშაობის სტრატეგიები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან
• ნინო ბუაძე — თანამედროვე საკლასო ოთახის მენეჯმენტი
• მარინა კაჭარავა — მოსწავლის ემოციური ინტელექტისა და ფსიქოლოგიური მედეგობის გაძლიერება
• ნინო ბუაძე — მოტივაცია თანამედროვე სკოლაში
• ფიქრია ხომასურიძე — ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სკოლაზე და სასწავლო პროცესის მომავლის ხედვა
• ნინო ბუაძე — სტრესი და ემოციური გადაწვა
• მარინა კაჭარავა — მოსწავლის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ჰუმანიზმი ციფრულ სამყაროში
• ფიქრია ხომასურიძე — ნეიროფსიქოლოგია განათლებაში