
ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა- პაატა პაპავა
-
სალონური შეხვედრა
-
23 აპრილი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50 ₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, "ორგანიზაციული კეთილდღეობის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები პაატა პაპავასთან თემაზე: ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა.
ლექცია განიხილავს ორგანიზაციული ღირებულებების როლს და მათ ზემოქმედებას როგორც ორგანიზაციის შიდა კლიმატზე, ასევე თანამშრომლობის ხარისხსა და საერთო შედეგებზე. თანამედროვე ორგანიზაციულ პრაქტიკაში ღირებულებები ხშირად ფიქსირდება დოკუმენტებსა და ვიზუალურ სიმბოლოებში — თუმცა, მათი რეალური გავლენა იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ღირებულებები ღრმად ინტეგრირებულია ყოველდღიურ საქმიანობასა და ურთიერთობების კულტურაში.
ლექცია ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ ქმნიან ღირებულებები ქცევით ჩარჩოს ორგანიზაციაში — როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვთანამშრომლობთ, როგორია შრომის ეთიკა და ურთიერთპატივისცემა. განიხილება ღირებულებების ზეგავლენა როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ კეთილდღეობაზე, და ის, თუ როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ორგანიზაციის მიზნებთან მიღწევას. დაყრდნობით ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიცაა პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა, პატიოსნება, სამართლიანობა, ინოვაციურობა და კრეატიულობა, ლექციაში გაანალიზდება მათი პრაქტიკული განხორციელების გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ სტრატეგიებსა და მიდგომებს, რომლებსაც წარმატებული ლიდერები იყენებენ ღირებულებების ორგანიზაციულ პრაქტიკაში დანერგვისა და მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან ჰარმონიზების პროცესში
📅 შეხვედრის თარიღი: 23 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
🤝ლექციათა ციკლის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma