აღწერა

რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება

ზაალ ჩხეიძე
  • სალონური საუბრები
  • 20 მარტი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები გურამ დოჩანაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნზე: რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მთარგმნელი და ფილოლოგი ზაალ ჩხეიძე წარუძღვება. 

 გურამ დოჩანაშვილი - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ღრმა მოაზროვნე ავტორია, რომლის ტექსტებში იუმორი, ფილოსოფია და ადამიანური ყოფის საკითხები უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს.

მისი შემოქმედება გვასწავლის:

  • როგორ დავინახოთ ადამიანი ყოველდღიურობაში,

  • როგორ ვიფიქროთ თავისუფლებაზე, ღირსებაზე და პასუხისმგებლობაზე,

  • როგორ ვაქციოთ ლიტერატურა ცხოვრების ანარეკლად.

სწორედ ამ დიდი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიულ რომანზე ვისაუბრებთ შეხვედრაზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, რადგან თავად  გურამ დოჩანაშვილს  არაერთი ლექცია აქვს ჩატარებული აზროვნების აკადემიის სივრცეში, სადაც მწერლის შემოქმედებაზე საუბრებს, მისადმი პატივისცემის ნიშნად კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ.


📅 შეხვედრის თარიღი: 20 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
0322 15 15 40