აღწერა

ჯემალ ქარჩხაძის "ანტონიო და დავითი"

ანა ქირია
  • 12 ივნისი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • დასაწყისი: 20:00
  • 40₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის: "ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მწერლის  ფილოსოფიურ რომანზე: "ანტონიო და დავითი",  რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, ფილოსოფოსი ანა ქირია წარუძღვება. 

ლექცია ეძღვნება ჯემალ ქარჩხაძის რომანს „ანტონიო და დავითს“ ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფილოსოფიურ და სიმბოლურ ტექსტს. განხილული და გაანალიზებული იქნება ნაწარმოების მთავარი თემები: მეგობრობა, თავისუფლება, რწმენა, ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაცია და საკუთარი თავის ძიება. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანტონიოსა და დავითის ლიტერატურულ სახეებს, მათ ურთიერთობასა და იმ სულიერ გზას, რომელსაც პერსონაჟები გადიან. ლექცია მსმენელს გააცნობს ნაწარმოების მრავალშრიან აზრობრივ სივრცესა და მის მნიშვნელობას ქართული ლიტერატურის განვითარების და ფორმირების კონტექსტში. 
 

📅 შეხვედრის თარიღი: 12 ივნისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾ 
🔖  სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40