აღწერა

კვებითი დამოკიდებულება

  • სალონური შეხვედრა
  • 3 ივნისი
  • სალექციო დღე: სამშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, "მენტალური ჯანმრთელობის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები გიორგი ჭანტურიასან თემაზე: "კვებითი დამოკიდებულება"

ლექციაში განვიხილავთ კვებით დამოკიდებულებას და კვებით აშლილობებს, მათ შორის ბულიმიასა და ანორექსიას, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ემოციური კვებით გამოწვეულ გადაჭარბებულ კვებით ქცევას. ეს მდგომარეობა თანამედროვე ფსიქოსომატური დაავადებების ერთ-ერთ ძირითად გამოვლინებად ითვლება და მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ პროცესებთან.

საუბრის ფარგლებში განვიხილავთ:

  • რა არის ემოციური კვება და როგორ ვითარდება

  • რომელი ფსიქოლოგიური მექანიზმები განაპირობებს კვებით დამოკიდებულებას

  • როგორ მოვახდინოთ ამ მდგომარეობის ამოცნობა და მართვა

  • რა მიდგომებია ეფექტური პრევენციისა და მკურნალობისთვის

ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია კვებითი ქცევების ფსიქოლოგიური საფუძვლებით და იმ გავლენებით, რომლებიც ემოციურ მდგომარეობასა და კვებით აქტივობას შორის არსებობს.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 3 ივნისი, 20:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾

🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

🤝 შეხვედრის პარტნიორი - აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი - ინტეგრა