აღწერა

ლექციათა ციკლი ექიმებისთვის

  • 7 ლექცია
  • დასაწყისი: 8 აპრილი
  • სალექციო დრო: 20:00
  • ფასი:225 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

აზროვნების აკადემიაში გამოცხადდა რეგისტრაცია ლექციათა ციკლზე ექიმებისთვის.

ციკლი განკუთვნილია ექიმებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკაში პაციენტებთან მუშაობისას აწყდებიან არა მხოლოდ კლინიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ, კომუნიკაციურ და ემოციურ გამოწვევებს. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკა მოითხოვს ისეთ უნარებსაც, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია, სტრესისა და ენერგიის მართვა და პაციენტის ფსიქოსომატიკური მდგომარეობის უკეთ გააზრება.

ციკლის მიზანია სამედიცინო პროფესიონალებს შესთავაზოს დამატებითი ცოდნა და ხედვები იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაციენტთან ურთიერთობაში და პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამა შეიქმნა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც პრაქტიკაში ხშირად ჩანს, ჩვენი მიზანია ექიმებს მივაწოდოთ საჭირო ცოდნები და გამოცდილებებზე დაყრდნობილი რესურსები რთული კომუნიკაციის, ფსიქოლოგიური ფაქტორების და პროფესიული დატვირთვის ეფექტურად მართვისთვის.

📚 ციკლში შემავალი თემები:

მაია ხოსიტაშვილი — ენერგიის მართვა — 8 აპრილი

ზურა მხეიძე — ეფექტური კომუნიკაცია პაციენტთან — 16 აპრილი
ნინო ნანეიშვილი — ფსიქიატრიის თანამედროვე გამოწვევები სამედიცინო პრაქტიკაში — 22 აპრილი
გოგი ნანეიშვილი — ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები — 29 აპრილი
გიორგი ჭანტურია — ექიმსა და თერაპევტს შორის თანამშრომლობა: ეთიკა, კომუნიკაცია და პროფესიული საზღვრები— 6 მაისი

მარინა კაჭარავა — ფსიქოსომატიკა — 13 მაისი
თეა გოგოტიშვილი— ემოციური ინტელექტი ექიმებისთვის— 21 მაისი


 

📅 დაწყების თარიღი: 8 აპრილი

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

🔖  სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 ციკლის ღირებულება – 225₾

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40

  •