მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია
-
5 ლექცია
-
დასაწყისი: 1 ოქტომბერი
-
სალექციო დრო: 20:00
-
ფასი:185 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია
აზროვნების აკადემიაში მიმდინარეობს რეგისტრაცია სალონური საუბრების ციკლზე: მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია
„აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში.“
— მერაბ მამარდაშვილი📚ციკლის მიმდინარეობისას განვიხილავთ:
მერაბ მამარდაშვილის ცხოვრების გზას, ფილოსოფიურ ხედვებსა და იმ გავლენას, რომელიც მან მოახდინა ქართულ ცნობიერებასა და ფილოსოფიურ აზროვნებაზე;
სამყაროს შემეცნების ფილოსოფიურ პერსპექტივებს;
მამარდაშვილის პირადი ჩანაწერების მიხედვით ფილოსოფიის თავისებურებებს;
ცნობიერების, ყოფიერებისა და დროის საკითხებს მამარდაშვილის ფილოსოფიური პრიზმით.
📚 ციკლში შემავალი თემები:
ანა ქირია — „ფილოსოფია, როგორც მოქმედება და ცხოვრებისეული მოვლენა“
- მირიან ებანოიძე — „სამყაროს შემეცნების ფილოსოფიური პერსპექტივები მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ პრიზმაში“
ანდრო დგებუაძე — „ვიცი, გარდა იმისა, რაც ვიცი“
ლაშა ხარაზი — „ფილოსოფიის თავისებურება მამარდაშვილის პირადი ჩანაწერების მიხედვით“
თეიმურაზ თათარიშვილი — მამარდაშვილის ლექციები პრუსტზე ( ცნობიერების ტოპოლოგია)
📅 დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი
📅 შეხვედრები გაიმართება: ოთხშაბათობით, 20:00 საათზე⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 ციკლის ღირებულება – 185₾🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40