ლექციათა ციკლი ექიმებისთვის
-
8 შეხვედრა
-
დასაწყისი: 15 აპრილი
-
სალექციო დრო: 20:00
-
ფასი: 345ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
აზროვნების აკადემიაში გამოცხადდა რეგისტრაცია ლექციათა ციკლზე სიყვარული.
აზროვნების აკადემიაში გამოცხადდა რეგისტრაცია ლექციათა ციკლზე სიყვარული.
სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალშრიანი ადამიანური გამოცდილებაა, რომელიც ერთდროულად მოიცავს ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პროცესებს. აზროვნების აკადემიის ლექციათა ციკლი, რომელიც ადამიანის ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას ეძღვნება, სიყვარულს განსხვავებული პერსპექტივებით გვაჩვენებს — ნეიროფსიქოლოგიიდან დაწყებული, ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციებითა და ფილოსოფიური რეფლექსიებით დასრულებული.
შეხვედრების განმავლობაში ვისაუბრებთ, როგორ ყალიბდება სიყვარული ტვინის დონეზე, როგორ აისახება იგი ემოციებსა და ქცევებში და ზოგადად რა როლი აქვს მას პიროვნების განვითარებაში.
კურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ურთიერთობების დინამიკას, მიჯაჭვულობის სტილებს, პარტნიორულ კავშირებში განმეორებად პატერნებსა და ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირების მექანიზმებს. სხვადასხვა თეორიული პერსპექტივის გაერთიანებით (ფსიქოანალიზი, განვითარების ფსიქოლოგია, კულტურული და სოციალური ანალიზი) მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გააანალიზონ საკუთარი გამოცდილება, უკეთ ამოიცნონ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და შექმნან უფრო გააზრებული, სტაბილური კავშირები.
📚 ციკლში შემავალი თემები:
მურმან ჯინორია – სალონური საუბრები სიყვარულზე და პოეზიის საღამო – 15 აპრილინუცა კოღუაშვილი – სიყვარულის ნეიროფსიქოლოგია – 21 აპრილი
ზურა მხეიძე – სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები – 30 აპრილი
გიორგი ჭანტურია – სიყვარულის ფსიქოანალიზი – 5 მაისი
თაკო ფაცაცია – მიჯაჭვულობის თეორია და სიყვარულის ტიპები – 12 მაისი
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე – სიყვარული: ყოფიერების ონტოლოგია – 19 მაისი
მარინა კაჭარავა – სიყვარულის ფსიქოლოგია – 25 მაისი
გაგა ნიჟარაძე – სიყვარულის კულტურული თავისებურებები – 2 ივნისი
📅 დაწყების თარიღი: 15 აპრილი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 ციკლის ღირებულება – 345₾🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40