მიჯაჭვულობის თეორია და სიყვარულის ტიპები
თამარ ფაცაცია-
სალონური საუბრები
-
12 მაისი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში 🔗ლექციათა ციკლი - "სიყვარული" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: "მიჯაჭვულობის თეორია და სიყვარულის ტიპები", რომელსაც რომელსაც ლიცენზირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის აქტიური წევრი, 🔗აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ - ინტეგრას წყვილების ფსიქოთერაპევტი თამარ ფაცაცია წარუძღვება.
ლექცია დაეთმობა მიჯაჭვულობის თეორიას და იმ გავლენას, რომელსაც ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის სტილი ახდენს ჩვენს ზრდასრულ ურთიერთობებზე. განხილული იქნება, როგორ ფორმირდება მიჯაჭვულობის სხვადასხვა სტილი, როგორ აისახება ის ნდობაზე, კომუნიკაციაზე, ინტიმურობაზე და რატომ ვიმეორებთ ხშირად ერთსა და იმავე ურთიერთობით პატერნებს, განსაკუთრებით რომანტიკულ კავშირებში.
ლექციის ფარგლებში ასევე განიხილება სიყვარულის ტიპები და ურთიერთობის განვითარების ეტაპები, რაც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ქცევები, პარტნიორთან ურთიერთობის დინამიკა და იმ ფარული ფსიქოლოგიური ლოგიკის დანახვა, რომელიც ხშირად ჩვენს არჩევანებსა და რეაქციებს მართავს. ლექცია საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს უფრო გააზრებული, ჯანსაღი და სიღრმისეული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
📅 შეხვედრის თარიღი: 12 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40