მითებიდან ფენტეზამდე
ნატო დავითაშვილი-
სალონური საუბრები
-
19 სექტემბერი
-
სალექციო დღე: შაბათი
-
20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - 🔗"ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: მითებიდან ფენტეზამდე, რომელსაც მწერალი ნატო დავითაშვილი წარუძღვება.
ლექცია „მითოლოგია და ფენტეზი“ ეძღვნება მითოსის, არქეტიპებისა და სიმბოლოების როლს ფენტეზის ჟანრში და იმ გზებს, რომლითაც მითოლოგიური მასალა შეიძლება იქცეს თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს საფუძვლად.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება მითოლოგიური სიუჟეტების, გმირებისა და სიმბოლო-ხატების გამოყენება ფენტეზის ტექსტის შექმნისას, რა განასხვავებს უბრალოდ გალიტერატურებულ მითს სრულფასოვანი ფენტეზისგან და როგორ შეიძლება ავტორმა ტრადიციული მითოლოგიური მოტივები გადაამუშაოს, გარდაქმნას ან სრულიად ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინოს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ და აფხაზურ მითოლოგიას, არქეტიპებს, სიმბოლოებსა და მითოსური მასალის შემოქმედებით დამუშავებას. შეხვედრას პრაქტიკული ნაწილიც ექნება - მონაწილეები ერთობლივად შეეცდებიან მითის ან მითოლოგიური გმირების საფუძველზე ახალი ფენტეზის სიუჟეტის შექმნას.
📅 შეხვედრის თარიღი: 19 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40