აღწერა

ფენტეზი

სალონური საუბრების ციკლი
  • 5 ლექცია
  • დასაწყისი: 19 სექტემბერი
  • 20:00
  • ფასი: 185 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

✅ აზროვნების აკადემია გთავაზობთ სალონური საუბრების ციკლს - "ფენტეზი"

ლექციათა ციკლი მოიცავს  ფენტეზის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, ჩამოყალიბებასა და განვითარების შესახებ თემებს,  მისი მითოლოგიური და გოთიკური წინამორბედებიდან თანამედროვე ფენტეზის კლასიკურ და პოპულარულ ტექსტებამდე ფორმირების საკითხებს. 

ფენტეზი ლიტერატურული ჟანრია, რომელიც გამოგონილი სამყაროებისა და მითოლოგიური მოტივების საშუალებით ხშირად ძალიან რეალურ საკითხებზე გვაფიქრებს ძალაუფლებაზე, მორალურ არჩევანზე, თავისუფლებაზე, იდენტობაზე, პასუხისმგებლობასა და საზოგადოების მოწყობაზე. სწორედ ამიტომ, ფენტეზი მხოლოდ გასართობი ლიტერატურა არ არის; ის ხშირად საკუთარი ეპოქის შიშებს, კონფლიქტებსა და ღირებულებებს ირეკლავს.

📚 სალონური საუბრების ციკლი „ფენტეზი“ ჟანრის განვითარებასა და მის კულტურულ მნიშვნელობას მიმოიხილავს მითებიდან და გოთიკური რომანებიდან თანამედროვე ფენტეზის მთავარ ტექსტებამდე. შეხვედრებზე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ იქმნება ფენტეზის სამყაროები, რა იდეებს ატარებენ ისინი და რატომ რჩება ეს ჟანრი მნიშვნელოვანი თანამედროვე მკითხველისა და საზოგადოებისთვის.

 

სალონური საუბრების ციკლის ფარგლებში გაიმართება 5 შეხვედრა:

ითებიდან ფენტეზამდე – ნატო დავითაშვილი – 19 სექტემბერი

ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები – ზაალ ჩხეიძე – 25 სექტემბერი

ბეჭდების მბრძანებელი – ფენტეზის დაბადება – ალექსანდრე ლორთქიფანიძე – 3 ოქტომბერი
ჰარი პოტერი – არჩევანი და პასუხისმგებლობა – ალექსანდრე ლორთქიფანიძე – 10 ოქტომბერი

ჯორჯ რ. რ. მარტინი – სამეფო კარის თამაშები – ლაშა კილაძე – 17 ოქტომბერი




📅 დაწყების თარიღი: 19 სექტემბერი. 20:00 სთ


🔖 ლექციათა ციკლის ღირებულება – 185₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) - 25% ფასდაკლება. იმისთვის, რომ ფასდაკლებით ისარგებლოთ, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📌 მისამართი: თინა იოსებიძის #57


☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40