
მოთხოვნილებები და გადაწყვეტილებები
-
სალონური შეხვედრა
-
20 მაისი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, "მენტალური ჯანმრთელობის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თეა გოგოტიშვილთან თემაზე: "მოთხოვნილებები და გადაწყვეტილებები"
ლექცია დაეთმობა მოთხოვნილებებისა და გადაწყვეტილების ფსიქოლოგიური და ქცევითი მექანიზმების კვლევას. განხილული იქნება როგორ წარმოქმნება ინდივიდუალური თუ ჯგუფური მოთხოვნილებები და როგორ ახდენენ ისინი გავლენას გადაწყვეტილების პროცესზე.
გეშტალტ ფსიქოლოგია ამახვილებს ყურადღებას მთლიანობის, აღქმის სტრუქტურებისა და ფიგურა-ფონის (figure-ground) პრინციპებზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვამუშავებთ ინფორმაციას, როგორ ვარჩევთ რაზე გავამახვილოთ ყურადღება და როგორ მოვქმედებთ. ლექციაში განხილული იქნება, როგორ მოქმედებს აღქმის ორგანიზება მოთხოვნილებათა გაცნობიერებაზე და არჩევანის გაკეთების პროცესზე – ანუ როგორ ხდება პიროვნებისთვის „ფიგურად“ მნიშვნელოვანი მოთხოვნილების გამოყოფა და მის გარშემო გადაწყვეტილების ჩამოყალიბება.
📅 შეხვედრის თარიღი: 20 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
🤝 შეხვედრის პარტნიორი - აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი - ინტეგრა