თვითშეფასება
მარინა კაჭარავა-
სალონური საუბრები
-
28 სექტემბერი
-
სალექციო დღე: ორშაბათი
-
20:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - 🔗"მოტივაცია და თვითშეფასება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: თვითშეფასება, რომელსაც ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა წარუძღვება .
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რისგან შედგება თვითშეფასება, როგორ ყალიბდება ის ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და რა გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანებზე, ურთიერთობებსა და ქცევაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობას, ემპათიასა და გულწრფელობას, როგორც ადეკვატური თვითშეფასების მნიშვნელოვან საფუძვლებს. ასევე განვიხილავთ იმ მექანიზმებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია საკუთარ თავთან დამოკიდებულების შეცვლა და უფრო ჯანსაღი, რეალისტური თვითშეფასების ჩამოყალიბება.
ლექცია არის სალონური საუბრების ციკლის „მოტივაცია და თვითშეფასება“ ნაწილი, რომელიც შვიდ შეხვედრას აერთიანებს.
🔖შეხვედრაზე დასწრების საფასური - 50₾
🔖ლექციათა ციკლზე: მოტივაცია და თვითშეფასება სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/VyzfwTd7 - ღირებულება - 285₾
📅 შეხვედრის თარიღი: 28 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40