აღწერა

მსოფლიო ლიტერატურის კურსი

  • 18 ლექცია
  • დაწყების თარიღი: 5 მარტი
  • სალექციო დღე: ხუთშაბათი
  • ფასი: 685 ლარი
  • გაიცემა სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

🌍 აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსი

🧐 კურსის ფასეულობა
იმისათვის, რომ ინდივიდმა საკუთარი თავი და ცხოვრება შეიმეცნოს, სამყაროსადმი კითხვის დამსმელი უნდა იყოს. კითხვის დასმის რეფლექსს კი მხოლოდ იმგვარი ხელოვნების მიმართულებები გვიღვივებენ, რომლებიც ცხოვრებასა და ადამიანის შინაგან სამყაროს აირეკლავენ. ლიტერატურა სწორედ ის ხელოვნების დარგია, რომელიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნოს თვითრეფლექსიის უნარი, რომელიც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებაში დაეხმარება.

📚 კურსის აღწერა
აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსი მოიცავს სხვადასხვა დროისა და სივრცის მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გაცნობას, ანტიკური სამყაროდან დაწყებული, მოდერნული თუ პოსტმოდერნული ლიტერატურული ტექსტებით დასრულებული.კურსის ფარგლებში დამსწრეები ლექტორებთან ერთად განიხილავენ და გაეცნობიან მნიშვნელოვან ლიტერატურულ ტექსტებს, მოისმენენ მათ ღრმა ანალიზსა და ისტორიულ-სოციოლოგიურ, პოლიტიკურ კონტექსტებს, რომლებმაც განსაზღვრა ამა თუ იმ ლიტერატურული ტექსტისა თუ ავტორის წერის სტილი, ჟანრი, მხატვრული ღირებულებები და შემოქმედებითი ხასიათი.

🎓 სწავლების ფორმატი
კურსის ფარგლებში სწავლება იქნება შებრუნებული ოთახის (Flipped room) პრინციპზე აგებული, რომელიც მოიზარებს დამსწრეთა ჩართულობას კურსის მიმდინარეობის პროცესში, მათი შთაბეჭდილებებისა და ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციის გაზიარებას ერთმანეთთან, ლექტორის მოდერატორობით.

🎓 კურსის ლექტორები:

ანა ქირია, ნინო სამსონია, გიორგი ხულორდავა, თათია მემარნიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ნინო ქავთარაძე, ლევან გიგინეიშვილი, დალი იაშვილი, თეიმურაზ თათარაშვილი.

 

კურსის დეტალები:

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 20:00 საათზე

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖სრული კურსის ღირებულება - 685₾

🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

📝 კურსი მოიცავს 19 ლექსიისაგან შემდგარ 3 მოდულს:

    🏛️ მოდული 1: ანტიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურა

🎓 მოდულის ლექტორები: ანა ქირია, ნინო სამსონია, გიორგი ხულორდავა, ლევან გიგინეიშვილი.

  • შუამდინარული ეპოსი — „გილგამეშიანი“

  • ბერძნული ეპოსი — ჰომეროსი და ჰესიოდე

  • ბერძნული ტრაგედია — სოფოკლე, ესქილე, ევრიპიდე

  • რომაული ეპოსი — ვერგილიუსის „ენეიდა“

  • წინარერენესანსული იტალიური ლიტერატურა — დანტეს „ღვთაებრივი კომედია“

  • შუა საუკუნეების ქართული ეპოსი — „ვეფხისტყაოსანი“

  • სპარსული კლასიკური ლიტერატურა — ხაიამი, ჰაფეზი, რუმი


📚 მოდული 2: კულტურა და ლიტერატურა

🎓 მოდულის ლექტორები: თათია მემარნიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ნინო ქავთარაძე.

  • იაპონური ლიტერატურა — აკუტაგავა, ოე, კავაბატა, მურაკამი, კობო აბე, მიშიმა

  • ფრანგული ლიტერატურული კლასიკა — სტენდალი, ვიქტორ ჰიუგო, ფლობერი, ბალზაკი

  • ლათინო-ამერიკული ლიტერატურა და მაგიური რეალიზმი —მარკესი, ბორხესი, კორტასარი, ლიოსა, გიუნტერ გრასი

  • ამერიკული მოდერნიზმი — ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი


მოდული 3: დიდი მწერლები

🎓 მოდულის ლექტორები: თეიმურაზ თათარიშვილი, დალი იაშვილი, ლევან გიგინეიშვილი.

  • სერვანტესი — „დონ კიხოტი“

  • გოეთე — „ფაუსტი“

  • ლევ ტოლსტოი — ცხოვრება და შემოქმედება

  • მარსელ პრუსტის შემოქმედება

  • ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება„ძმები კარამაზოვები“, „ეშმაკნი“, „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“

  • თომას მანი — „ჯადოსნური მთა“