
ფიქრი გრძნობა და მოქმედება
-
სალონური საუბრები
-
4 ნოემბერი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
80₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"პიროვნული განვითარება და ცხოვრების ხარისხი"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ფიქრი გრძნობა და მოქმედება". შეხვედრის განმავლობაში ანდრო დგებუაძე ისაუბრებს:
როგორ იქცევა ფიქრი, გრძნობა და მოქმედება ჰარმონიულ ერთიანობად;
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი აზრები ემთხვეოდეს გრძნობებს და ქმედებებს;
როგორ შეიძლება ეს სამეული იქცეს გზად პიროვნული სრულყოფილებისადმი;
რა პრაქტიკული ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა ფიქრი, ემოცია და ქმედება თანხვედრაში მოვიყვანოთ.
ეს საუბარი დაგაფიქრებთ, როგორ შეიძლება შინაგანი მთლიანობის შეგრძნება იქცეს ცხოვრების ხარისხის მთავარი საყრდენად.
📅 შეხვედრის თარიღი: 4 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 80₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40