 
													ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო
მაია ხოსიტაშვილი- 
							სალონური საუბრები
- 
							7 ნოემბერი
- 
							სალექციო დღე: პარასკევი
- 
							20:00 - 22:00
- 
							50₾
- 
							მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ორგანიზაციული კეთილდღეობა: მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო", მაია ხოსიტაშვილი წარუძღვება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ორგანიზაციაში განსაკუთრებით საყურადღებო გახდა პანდემიის შემდეგ. ორგანიზაციისა და გუნდების მართვაში ჩართულმა პროფესიონალებმა ნათლად დაინახეს მჭიდრო კავშირი ბიზნესის ინდიკატორებსა და თანამშრომელთა კეთილდღეობის მდგომარეობას შორის.
კვლევების თანახმად, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები თანამშრომელთა დაბალი პროდუქტიულობის გავლით ბიზნესის შედეგებსა და ფინანსურ დანაკარგებში აისახება.
შეხვედრაზე განვიხილავთ, ერთი მხრივ, რა განსაზღვრავს ადამიანების კეთილდღეობას, ხოლო მეორე მხრივ — რა არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის. საბოლოოდ კი ვიპოვით პასუხს კითხვაზე: როგორ შევუთავსოთ სამუშაოს ეფექტიანობა ადამიანურ კეთილდღეობას.
რას განვიხილავთ ვორქშოპზე:
- სამუშაო გარემო და მენტალური ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევები; 
- რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და როგორ გავლენას ახდენს ის თანამშრომელთა მოტივაციასა და ჩართულობაზე; 
- მენტალური ჯანმრთელობის საკითხის დესტიგმატიზაციის აუცილებლობა; 
- როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური სამუშაო გარემოს ნიშნები და ავირიდოთ პროფესიული გადაწვა (burnout); 
- როგორ შეგვიძლია, როგორც ლიდერებმა, ასევე გუნდის წევრებმა, შევქმნათ ნდობაზე, მხარდაჭერასა და ღიაობაზე დაფუძნებული ჯანსაღი სამუშაო კულტურა, სადაც შეცდომა სასჯელი კი არა — განვითარების შესაძლებლობაა; 
- როგორ უკავშირდება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ISO 45003 სტანდარტს — პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის კონტექსტში. 
📅 შეხვედრის თარიღი: 7 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
 
	 
		 
		 
		 
		 
		 
		 
		 
		 
		