🤝შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma
◼️ აზროვნების აკადემიაში "ლექციათა ციკლი - ექიმებისთვის" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: "ექიმსა და თერაპევტს შორის თანამშრომლობა", რომელსაც ფსიქოლოგი, "ინტეგრას" ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურიაწარუძღვება .
ლექცია შეეხება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ კრიტიკულ მიმართულებას სხეულისა და ფსიქიკის ინტეგრირებულ ხედვას. განხილული იქნება, როგორ მოქმედებს ფსიქიკური პროცესები ფიზიოლოგიურ სიმპტომებზე და რატომ არის აუცილებელი ექიმისა და ფსიქოთერაპევტის კოორდინირებული თანამშრომლობა პაციენტის მკურნალობის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პაციენტის გამოცდილებას, თუ რას გადის ის მკურნალობის პროცესში, როგორ აღიქვამს დიაგნოზსა და რა როლი აქვს კომუნიკაციას ამ პროცესში.
ლექცია ასევე შეეხება ექიმის ემოციურ მდგომარეობას, პროფესიულ გამოწვევებს და იმ სირთულეებს, რომლებიც თან ახლავს რთულ კლინიკურ შემთხვევებთან მუშაობას. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ხედვას, როგორ შეიძლება მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენება ისეთი თანამშრომლობის მოდელის შექმნა, რომელიც ერთდროულად აძლიერებს მკურნალობის ეფექტურობას და უზრუნველყოფს პაციენტის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
🤝შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma
📅 შეხვედრის თარიღი: 6 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40