აღწერა

პიროვნება და ეპოქა - ცვლილებების ფილოსოფია

ქეთევან მუხიგული
  • სალონური საუბრები
  • 18 სექტემბერი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00
  • 40₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"პიროვნება და მეტამორფოზის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: პიროვნება და ეპოქა - ცვლილებების ფილოსოფია, რომელსაც სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან მუხიგული.


ყოველი ეპოქა ადამიანს ახალ კითხვებს, ღირებულებებსა და გამოწვევებს სთავაზობს. ლექციაზე მიმოვიხილავთ, როგორ აყალიბებს საზოგადოება პიროვნებას და, ამავე დროს, როგორ შეუძლია პიროვნებას შეცვალოს საკუთარი ეპოქა. ისტორიული, ფილოსოფიური და კულტურული მაგალითების მეშვეობით განვიხილავთ ცვლილებების ბუნებას, ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთქმედებას და იმ ძალებს, რომლებიც ადამიანურ იდენტობას დროთა განმავლობაში გარდაქმნის.

ლექციის ფუნდამენტური მიზანია ცვლილებების გააზრება არა როგორც მხოლოდ ისტორიული პროცესისა, არამედ როგორც პიროვნული განვითარების ფილოსოფიის. ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ყალიბდება ადამიანის მსოფლმხედველობა კულტურის, ტრადიციის, ტექნოლოგიებისა და სოციალური გარემოს გავლენით, და როგორ იქცევა კრიტიკული აზროვნება ეპოქასთან დიალოგის მთავარ ინსტრუმენტად.

ლექციის ფარგლებში შევეხებით პიროვნებისა და ეპოქის ურთიერთობის სხვადასხვა მოდელს, კულტურული პარადიგმების ცვლილებას, თანამედროვე საზოგადოების გავლენას იდენტობაზე და იმ გზებს, რომლებიც ადამიანს საკუთარი თავისა და საზოგადოების უკეთ გააზრებაში ეხმარება.

📅 შეხვედრის თარიღი: 18 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40