აღწერა

პიროვნება და მიჯაჭვულობა

ქეთი აბდუშელიშვილი
  • სალონური შეხვედრა
  • 5 ნოემბერი
  • 20:00
  • 50 ₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57
🎯 აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის „თვითშეფასება" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქეთი აბდუშელიშვილთან

🌟 თემა: „პიროვნება და მიჯაჭვულობა"

🔴 თვითშეფასება მე-ს მიმართ განზოგადებით შეფასებით დამოკიდებულებას ეწოდება, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების გუნება-განწყობილებასა და ქცევაზე. ამასთანავე, იგი მოქმედებს ინდივიდუალური და სოციალური ქცევების სპექტრზეც

🔴 თვითშეფასება კავშირშია იმასთან, თუ როგორ შევიგრძნობთ და ვაფასებთ საკუთარ თავს და მოიცავს ჩვენს შეხედულებებს საკუთარი მიღწევების, უნარების, ღირებულებების, ფიზიკური ხატისა და სხვა ინდივიდებს შორის ჩვენი ადგილის შესახებ

👉 ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართება 8 შეხვედრა:

* 24 სექტემბერი – „თვითშეფასების საკითხები მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაში“ – ქეთი სილაგაძე

* 1 ოქტომბერი – „თვითშეფასება“ – მარინა კაჭარავა

* 8 ოქტომბერი – „იდენტობა და თვითრეალიზება - ჟან პოლ სარტრის მიხედვით“ – ლევან გიგინეიშვილი

* 15 ოქტომბერი – „თვითშეფასების ფორმები და გამოვლინებები“ – ლევან ანდრონიკაშვილი

* 22 ოქტომბერი – „თვითშეფასება - სარკეში ჩახედვის ხელოვნება “ – ანდრო დგებუაძე

* 29 ოქტომბერი – „განმავითარებელი თვითშეფასება და გარე ფაქტორების გავლენა მასზე“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

* 5 ნოემბერი – „პიროვნება და მიჯაჭვულობა“ – ქეთი აბდუშელიშვილი

* 12 ნოემბერი – „პიროვნული თვითშეფასების პროცესი და შინაგანი კონფლიქტი“ – ანა ქირია


📅 შეხვედრის თარიღი: 5 ნოემბერი, 20:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

🔖დასწრების საფასური - 50₾

🔖სტუდენტებზე ვრცელდება 25% ფასდაკლება

💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40