აღწერა

პიროვნული ტრანსფორმაციების ფსიქოლოგიური ანალიზი

ლაშა კილაძე
  • სალონური საუბრები
  • 23 სექტემბერი
  • სალექციო დღე: ოთხშაბათი
  • 20:00
  • 40₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"პიროვნება და მეტამორფოზის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: პიროვნული ტრანსფორმაციების ფსიქოლოგიური ანალიზი, რომელსაც ფსიქიატრი ლაშა კილაძე წარუძღვება.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ადამიანმა შეცვალოს საკუთარი ღირებულებები, შეხედულებები და შინაგანი ორიენტირები, როგორ ყალიბდება ახალი პიროვნული რეალობა და რა გავლენას ახდენს ეს ცვლილება მის გარემოსა და ცხოვრებისეულ არჩევანებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ, პიროვნულ და გარემო ფაქტორებს, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განვიხილავთ, რა შეიძლება იქცეს ცვლილების ტრიგერად, როგორ პოულობს ადამიანი საკუთარ თავში გარდაქმნის შესაძლებლობასა და ძალას და რა ფსიქოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად რადიკალურ პიროვნულ ცვლილებებს.

ლექცია პიროვნული მეტამორფოზის თემას ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან განიხილავს და გვთავაზობს დაფიქრებას იმაზე, თუ რა აქცევს ცვლილებას არა მხოლოდ სურვილად, არამედ რეალურ შინაგან გარდაქმნად.

📅 შეხვედრის თარიღი: 23 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40