აღწერა

პირველი დღე სკოლაში

შეხვედრა ქეთევან ოსიაშვილთან
  • სალონური შეხვედრა
  • 2-3 საათი
  • 30 ₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ფსიქოლოგ ქეთევან ოსიაშვილთან


▶ საუბრის თემა - „პირველი დღე სკოლაში“

✍️ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ემოციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა  როგორც ბავშვებისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, ასევე მშობლებისთვისაც.

ეს პერიოდი: სკოლასთან და პედაგოგებთან შეხვედრა, ჩვეულ სასწავლო რიტმში დაბრუნება და სასწავლო პროცესში ჩართვა  გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რისთვისაც მზად უნდა იყოს როგორც ბავშვი, ისე - მშობელი.

👉ცხადია, პირველკლასელთა შემთხვევაში ეს სირთულეები მეტ-ნაკლებად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რადგან მათთვის და მათი მშობლებისთვის სკოლა ახალი ეტაპი და გამოწვევაა.

📍 შეხვედრის ფარგლებში ფსიქოლოგი და წიგნის - „აღზრდა აკრძალვების გარეშე"  ავტორი, ქეთევან ოსიაშვილი მიმოიხილავს როგორც პირველსკლასელთა, ისე ყველასხვა  საფეხურის მოსწავლეთა სკოლის პირველი დღეების ძირითად ასპექტებს, სირთულეებსა და გამოწვევებს.

◾შეხვედრის თარიღი: 12 სექტემბერი, 19:00 სთ

◾ხანგრძლივობა – 2-3 საათი

◾დასწრების საფასური - 30₾

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

მისამართი: თინა იოსებიძის #57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

კატეგორია: