ადამიანები უშვებენ შეცდომებს, გადიან კრიზისულ პერიოდებს, მარცხდებიან და დგებიან ფეხზე. ხშირად ჩვენი განვითარების გზა სწორედ ასეთია. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ამ დროს ასე ჟღერს: როდესაც რაღაც არ გამოგვდის, როგორ ველაპარაკებით საკუთარ თავს? ვაკრიტიკებთ? ვადანაშაულებთ? თუ ადვილად ვპოულობთ მხარდაჭერას?
შეხვედრაზე ერთად აღმოვაჩენთ, როგორ მოქმედებს შინაგანი ხმა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ემოციურ მდგომარეობასა და განვითარების სისწრაფეზე. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია შიდა კრიტიკა გადავაქციოთ ცნობიერ, ზრდაზე ორიენტირებულ დიალოგად.
ჩვენი შეხვედრა ეფუძნება ორი ძალიან საინტერესო ავტორის მიდგომას ერიკ ბერნის „ტრანსაქციურ ანალიზს“ და რობერტ დილთსის „ნეიროლოგიკური დონეების პირამიდას“.
ერთად გავარკვიოთ, როგორ ქცევის სტრატეგიებს ვფლობთ, „სად დევს“ ჩვენი პრობლემა და როგორ შეიძლება გამოსავლის პოვნა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე აკეთებდით.