იდენტობის კრიზისი და "მე"-ს დაბადება
ანდრო დგებუაძე და გიორგი ჭანტურია-
დასაწყისი: 3 ნოემბერი
-
სალექციო დღე; სამშაბათი
-
19:00
-
ფასი: 60 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და "მე"-ს დაბადება. შეხვედრას წარუძღვებიან გიორგი ჭანტურია და ანდრო დგებუაძე.
რას ნიშნავს საკუთარი თავის პოვნა - აღმოვაჩინოთ ის „მე“, რომელიც უკვე არსებობს, თუ თავად შევქმნათ და განვავითაროთ იგი?
შეხვედრა დაეთმობა იდენტობისა და „მე“-ს ფორმირების გააზრებას ორი განსხვავებული პერსპექტივით. განხილული იქნება ის შინაგანი და სოციალური პროცესები, რომლებიც ადამიანის სუბიექტურობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვის სურვილს, როგორც „მე“-ს ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარი თავის განცდას სხვისი მოლოდინების, შეფასებისა და აღიარების მიხედვით აყალიბებდეს და ამ პროცესში საკუთარ სურვილსა და სუბიექტურობას დაშორდეს.
შეხვედრა ასევე შეეხება „მე“-ს არასტატიკურ ბუნებას, წარსული გამოცდილებისა და გარემოს გავლენას და თანამედროვე სოციალური ქსელების როლს იდენტობის ფორმირებაში.
ლექციის მიზანია არა საბოლოო პასუხების გაცემა, არამედ ლექტორებთან ერთად მნიშვნელოვანი კითხვების დასმა და იმ ფსიქიკური მექანიზმების გააზრებაა, რომლებიც საკუთარი თავის ძიების პროცესს განსაზღვრავს.
📅დასაწყისი: 3 ნოემბერი; 19:00
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 60₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40