აღწერა

"ვატერ(პო)ლოო" - წყალი სიცოცხლე, ადამიანი

გიორგი კეკელიძე
  • სალონური საუბრები
  • 13 მარტი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ვატერ(პო)ლოო"- წყალი სიცოცხლე, ადამიანი, რომელსაც პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი გიორგი კეკელიძე წარუძღვება. 

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერპოლო“ მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალშრიანი ტექსტია. ერთი მხრივ, იგი ინარჩუნებს ავტორისთვის დამახასიათებელ ხელწერას და მაგიური რეალიზმის ელემენტებს, ხოლო მეორე მხრივ, ტექსტში იკვეთება პოსტმოდერნული თამაშის სტილი, სათაურისა და სტრუქტურის მრავალკოდიანი ბუნება. მოთხრობა აგებულია კომპოზიციურად და სიმბოლურად, სადაც უკვე თავად სათაურიც დამოუკიდებელ ინტერპრეტაციულ სივრცეს ქმნის.

ლექციაზე განვიხილავთ წყლის სიმბოლიკას, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს, ასევე როგორც ადამიანის საყრდენსა და წარმოშობის საფუძველს. ტექსტი ერთდროულად გვიყვება თანამედროვე რეალობაში მოთამაშე ამბავს და მარადიულ თემებს: ადამიანად ყოფნის რაობას, ტრაგიკომიკურ არსებობას, ზედაპირზე ტივტივსა და სიღრმეში ჩაძირვას. შეხვედრა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტის ანალიზით.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 13 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40