აღწერა

სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ

აზროვნების აკადემიისა და საქართველოს ბანკის ბიზნეს სესიები
  • 6 შეხვედრა
  • დაწყების თარიღი: 14 მაისი
  • შეხვედრის ხანგრძლივობა - 2სთ
  • სალექციო დრო: 20:00
  • ღირებულება 180₾
  • გაიცემა სერტიფიკატი
  • თ. იოსებიძის 57

სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ

აზროვნების აკადემიისა და საქართველოს ბანკის ბიზნეს სესიების ციკლი დამწყები მეწარმეებისთვის

საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, თუმცა რეალობა ასეთია: დამწყები მეწარმეებისთვის ხშირად რთულია მოიძიონ ქართულ ბაზარზე მორგებული, სიღრმისეული და პრაქტიკული ინფორმაცია. არსებული მასალები უმეტესწილად ზოგადია და ვერ ფარავს ადგილობრივ კონტექსტში არსებულ რეალურ საჭიროებებს – იურიდიული ფორმების შერჩევიდან დაწყებული, ბიზნეს გეგმის სტრატეგიულ დაგეგმვამდე და რეალური დაფინანსების წყაროების მოძიებამდე.

სწორედ ამიტომ, ვიწყებთ ახალ ლექციათა ციკლს თემაზე „სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ “ – რომელიც სპეციალურად დამწყები მეწარმეებისთვის შეიქმნა.

📌 სესიის მიზანია:
ბიზნეს სფეროს გამოცდილი ექსპერტებისგან მონაწილეებმა მიიღონ სიღრმისეული და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გზამკვლევი, რომელიც ბიზნესის წამოწყების პროცესს ნათელს და ხელმისაწვდომს გახდის.



📚 რას ისწავლით სესიების განმავლობაში?

  • როგორ განივითაროთ და შეაფასოთ იდეა

  • რა იურიდიული ფორმები არსებობს და როგორ ავირჩიოთ სწორად

  • როგორ შედგეს რეალისტური და სტრატეგიული ბიზნეს გეგმა

  • როგორ განახორციელოთ ბაზრის კვლევა და კონკურენტული ანალიზი

  • როგორ მოძებნოთ და მოიზიდოთ დაფინანსება

  • როგორ შექმნათ და მართოთ გუნდი

  • როგორ დაბრენდოთ და გააციფრულოთ თქვენი ბიზნესი

 


🎯 ვისთვის არის ეს სესიები?

სესიები განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს ბიზნესიდეა და სურს დაიწყოს სწორი გზით – ნაბიჯ-ნაბიჯ, ექსპერტების რჩევებით, ლოკალურ რეალობაზე მორგებული მიდგომით.

 

ბიზნეს სესიების ლექციები:

💡 დავით მარკოზაშვილი – ბიზნესის იდეის გენერირება, რეგისტრაცია და იურიდიული ფორმები – 14 მაისი
🔍 ვასკა ჩუბინიძე – ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი – 21 მაისი
👥 ნინო ოხანაშვილი – გუნდის შექმნა და მართვა – 28 მაისი
📈 გიგა ფაიქიძე – ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება – 4 ივნისი
🎯 მარიამ ბებიაშვილი – ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია – 11 ივნისი
🛒 გიორგი ბერეჩიკიძე – ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია – 18 ივნისი

 

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖სრული ციკლის ღირებულება - 180₾
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40