აღწერა

შუა კარიერული კრიზისი (როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ)

მედეა ტაბატაძის მასტერკლასი
  • სალონური შეხვედრა
  • 27 იანვარი
  • 19:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება მედეა ტაბატაძის  მასტერკლასი თემაზე: "შუა კარიერული კრიზისი  - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ" 

კარიერის შუა ეტაპზე ბევრი პროფესიონალი აღმოჩნდება მდგომარეობას, როცა სამუშაო, რომელიც წლების განმავლობაში მოტივაციას და იდენტობას განსაზღვრავდა, აღარ არის საინტერესო, აღარ აღძრავს განვითარების სურვილს და იწვევს შინაგან დაღლილობას. ჩნდება კითხვები:

ეს პროფესიის ბრალია? ორგანიზაციის? თუ ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც ახლა გავდივარ?

მასტერკლასზე განვიხილავთ შუა კარიერული კრიზისის ანატომიას - რატომ ინგრევა „შთამბეჭდავი კარიერის“ ილუზია, როგორ მოქმედებს ორგანიზაციული ბარიერები და ჩვენი საკუთარი აღქმები სამუშაოზე და რა ხდება მაშინ, როცა გამოცდილება იზრდება, მაგრამ შინაარსი იკარგება.

მასტერკლასი პრაქტიკულ ჭრილში აჩვენებს, როგორ შეიძლება ამ კრიზისზე რეაგირება არა როგორც ჩავარდნაზე, არამედ როგორც გარდამტეხ ეტაპზე - გადაფასების, მიმართულების შეცვლის ან პროფესიული რესტარტის შესაძლებლობაზე.

მასტერკლასზე ვისაუბრებთ:

  • როდის დგება და რა არის შუა კარიერული კრიზისი და რა ძირითადი სიმპტომებით გამოიხატება;

  • რას ნიშნავს U ფორმის მრუდი კარიერაში;

  • პროფესიული დაღლა vs ღირებულებების კრიზისი;

  • შუა კარიერული კრიზისის ხელშემწყობი პროფესიული ბარიერები;

  • მედეგობა და ემოციური დისბალანსი კარიერის შუა ეტაპზე;

  • რეკომენდებული სტრატეგიები კრიზისის დასაძლევად.


მასტერკლასი განკუთვნილია:

  • პროფესიონალებისთვის 20+ ან მეტწლიანი სამუშაო გამოცდილებით

  • მენეჯერებისთვის, რომლებიც გრძნობენ, რომ ერთ პოზიციაზე არიან ,,გაყინული“;

  • მათთვის, ვისაც სურს გაარკვიოს, არის თუ არა სამსახურში არსებული უკმაყოფილება პროფესიული პრობლემა თუ ცხოვრებისეული ეტაპი;

  • გამოცდილ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ჯერ კიდევ ეძებენ დასაქმების შესაძლებლობებს.


📅 შეხვედრის თარიღი: 27 იანვარი, 19:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა - 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 80₾

🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40