აღწერა

თვითზრუნვა და პროფესიული გადაწვა

ნინი ელბაქიძე
  • ტრენინგი
  • 8 ივლისი
  • 19:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ტრენინგი თემაზე: "თვითზრუნვა და პროფესიული გადაწვა", რომელსაც ფსიქოლოგი ნინი ელბაქიძე წარუძღვება

 ხშირად რთულია გავარჩიოთ ზღვარი ბევრ შრომასა და პროფესიულ გადაწვას შორის. შესაძლოა, საკუთარ თავში ან სხვა ადამიანში შევნიშნოთ პროფესიული სტრესის სხვადასხვა სიმპტომი. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ადრე თანამგრძნობი იყო, შეიძლება მოულოდნელად გახდეს ცივი და ვეღარ ახერხებდეს სხვების ემოციურ მხარდაჭერას.

პროფესიული სტრესის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. თავდაპირველად ის შეიძლება გამოიხატოს დაღლილობის ვერ შეგრძნებით, საქმის კეთებისადმი ზედმეტი ენერგიით, აღიარების ძლიერი სურვილითა და შეუპოვარი შრომით. შემდგომ ეტაპზე კი შესაძლოა გაჩნდეს გაღიზიანება, იუმორის გრძნობის დაკარგვა, ცინიზმი, საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა და დღის ბოლოს ძლიერი დაღლილობა.

ლექციაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ სად გადის ზღვარი შრომით განვითარებასა და პროფესიულ გადაწვას შორის. განვიხილავთ პროფესიული სტრესის ნიშნებს, მის ადრეულ სიმპტომებსა და იმ ცვლილებებს, რომლებიც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, ურთიერთობებსა და სამუშაო მოტივაციას ეხება.

📅 შეხვედრის თარიღი: 8 ივლისი 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40