აღწერა

წყვილებს შორის ურთიერთობა

თამარ ფაცაცია
  • სალონური საუბრები
  • 12 მარტი
  • სალექციო დღე: ხუთშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "წყვილებს შორის ურთიერთობები",  რომელსაც ლიცენზირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის აქტიური წევრი, თამარ ფაცაცია წარუძღვება.

ლექცია შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებში განმეორებადი კონფლიქტების, ემოციური დისტანცირებისა და დაძაბულობის ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. განხილული იქნება, რატომ ვბრუნდებით ერთსა და იმავე საუბარსა და სცენარში და რა როლი აქვს დაუკმაყოფილებელ ემოციურ საჭიროებებს ურთიერთობის კრიზისის გაღრმავებაში.

ლექციის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან, როგორ გადადის ურთიერთობა სიახლოვიდან დაძაბულობამდე, რატომ ქრება მიზიდულობა მაშინ, როცა მიჯაჭვულობა რჩება, და როგორ ტკენენ ადამიანები ერთმანეთს მაშინაც კი, როცა ურთიერთობის შენარჩუნება სურთ. შეხვედრა დაეხმარება მონაწილეებს საკუთარი ურთიერთობის დინამიკის გაცნობიერებაში, ემოციური კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და უფრო ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 12 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40