რეზო კორინთელი

„ფროიდი"

რეზო კორინთელის საავტორო კურსი
  • 7 ლექცია
  • 21 საათი
  • ფასი: 385 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

იწყება რეგისტრაცია რეზო კორინთელის საავტორო კურსზე – „ფროიდი“

კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში ZOOM-ის მეშვეობით.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ზიგმუნდ ფროიდის თეორიები, ჰიპოთეზები, ნაშრომები. ლექციები შეეხება ფროიდის ბიოგრაფიას, მისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს,  ფსიქოანალიზის მეთოდს და მის ძირითად პრინციპებს, კერძოდ,  ფსიქოანალიზის 5 ჰიპოთეზას  (დინამიკური, ტოპოგრაფიული, გენეტიკური, სტრუქტურული,  ეკონომიკური), აგრეთვე, თავისუფალი ასოციაციების მეთოდს და სხვა ფსიქოანალიტიკურ ტექნიკებს და დაცვით მექანიზმებს, ნევროზსა და დეპრესიას; ნევროზის ფორმებს, ნევროზისა და ფსიქოზის თეორიას კლასიკური ფსიქოანალიზის ჭრილში. დაწვრილებით განიხილება დეპრესიის მიზეზები, ფორმები, სტადიები, დეპრესიული პიროვნების პროფილი, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების პრინციპები და ეტაპები.

კურსის ფარგლებში გაიმართება 7 შეხვედრა:

▪ ფროიდის პიროვნება. ბიოგრაფიული მონახაზი – მნიშვნელოვანი ნიუანსები
▪ ფროიდის ფსიქოანალიზის ჰიპოთეზები
▪ ფროიდის თეორია სიზმრის შესახებ
▪ ფილოსოფიის, ლიტერატურის, რელიგიის და კულტურის შესახებ
▪ დოსტოევსკი და ლეონარდო
▪ ფსიქოპათოლოგიური თეორია
▪ ფსიქოანალიტიკური მეთოდი და შემთხვევები პაციენტების ისტორია

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

კურსის ღირებულება – 385₾.
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი,
0 %-იანი განვადება

კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მისამართი: თინა იოსებიძის #57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

ფროიდი - კორინთელი

ასევე გაეცანით