
ასევე გაეცანით

➡ აზროვნების აკადემიაში იწყება ახალი კურსი - განათლების ფსიქოლოგია.
◼ კურსის მიზანია სწავლების და შესწავლის პროცესის გაგება (გაუმჯობესება). განათლების ფსიქოლოგებმა ჩამოაყალიბეს მეცნიერება და მეთოდები, აგრეთვე ისინი ფსიქოლოგიის ცოდნასა და სხვა დისციპლინებს იყენებენ იმისთვის რომ შეისწაცლონ სწავლება და ათვისება ყოველდღიურ სიტუაციებში.
▶ კურსი განკუთვნილია:
• ფსიქოლოგებისთვის;
• პედაგოგებისთვის;
• კურსის თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის.
▶ კურსი იძლევა პრაქტიკული ნაწილის გავლის შესაძლებლობას. თეორიული ნაწილის დასრულების შემდგომ, კურსის მანაწილეს, რომელსაც ექნება ფსიქოლოგიის ან/და ლიტერატურის მიმართულებით აკადემიური განათლება, სურვილის შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე შეუძლია გაიაროს სტაჟირება აზროვნების აკადემიის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი არაფორმალური განათლების მიმართულებაში.
სტაჟირება მოიცავს: აზროვნების აკადემიის ბავშვების/მოზარდების არაფორმალური განათლების მიმართულებით შეხვედრების მართვის სრულ ციკლში ჩართულობას (შეხვედრაზე დაკვირვება - დაგეგმვა, შეხვედრის ჩატარება, შეფასება- უკუკავშირის მიღება);
▶ პრაქტიკული ნაწილის გავლისას მონაწილეს სუპერვიზიას გაუწევს აზროვნების აკადემიის “საკვირაო სკოლის” შეხვედრის წამყვანი (პედაგოგი);
პრაქტიკული ნაწილის ხანგრძლივობა: 2 თვე, 10 საათი
◼ სალექციო დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, 20:00 საათი
▶ ლექციის ხანგრძლივობა 2-3 საათი
▶ კურსის ღირებულება: 1200 ₾
▶ კურსზე მოქმედებს 25 % ფასდაკლება პედაგოგებისთვის
▶ მისამართი: თ. იოსებიძის 57