მსოფლიო ლიტერატურის კურსი

  • 19 ლექცია
  • 38 საათი
  • ფასი: 585 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57
აზროვნების აკადემიაში მსოფლიო ლიტერატურის კურსზე რეგისტრაცია იწყება!

კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურა, ლიტერატურის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, მიმდინარეობებს, გაეცნოს მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულ წიგნებსა და ავტორებს. კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტი, ავტორი, ლიტერატურული სკოლები და მოვლენები.

კურსის ფარგლებში გაიმართება 19 შეხვედრა:

▪ ბერძნული ეპოსი - ჰომეროსი და ჰესიოდე – გიორგი კახიშვილი

▪  ბერძნული ტრაგედია - სოფოკლე, ესქილე, ევრიპიდე – ლევან გიგინეიშვილი

▪  რომაული ეპოსი – ვერგილიუსის ენეიდა – გიორგი კახიშვილი

▪ შუამდინარული ეპოსი – გილგამეშიანი – ნინო სამსონია

▪  წინარერენესანსული იტალიური ლიტერატურა – დანტეს “ღვთაებრივი კომედია – ლევან გიგინეიშვილი

▪ შუა საუკუნეების ქართული ეპოსი – ვეფხისტყაოსანი – ლევან გიგინეიშვილი

▪ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება "ძმები კარამაზოვები", "ეშმაკნი", "დანაშაული და სასჯელი", "იდიოტი"  – გიორგი ხეოშვილი

▪ ფრანგული ლიტერატურული კლასიკა - სტენდალი და ფლობერი – ნინო ქავთარაძე

▪ შექსპირი – პაატა ჩხეიძე

▪ სპარსული კლასიკური ლიტერატურა – გიორგი ხულორდავა

▪ გოეთეს “ფაუსტი” – ლევან გიგინეიშვილი

▪ ამერიკული მოდერნიზმი – ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი – ზაალ ჩხეიძე

▪ მარსელ პრუსტის შემოქმედება – დალი იაშვილი

▪ სერვანტესის “დონკიხოტი” – თეიმურაზ თათარაშვილი

▪ ლათინო-ამერიკული ლიტერატურა და მაგიური რეალიზმი – მარკესი/ბორხესი/ კორტასარი/ლიოსა/ გიუნტერ გრასი – ზაალ ჩხეიძე

▪ თომას მანი – “ჯადოსნური მთა”  – თეიმურაზ თათარაშვილი 

▪ ლევ ტოლსტოი - ცხოვრება და შემოქმედება – დაჩი ფაჩულია

▪ ფენტეზი – კლაივ ლუისი/ ტოლკინი/ როულინგი  – ირაკლი ლომოური

▪ იაპონური ლიტერატურა – აკუტაგავა, ოე, კავაბატა, მურაკამი, კობო აბე, მიშიმა. – თათია მემარნიშვილი

კურსი დაიწყება  21 მარტს. სალექციო დღე - ხუთშაბათი. შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც.

შეხვედრების დაწყების დრო: 20:00

თანხის გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად!

 სრული კურსის საფასური – 585₾.

მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება

მოქმედებს საქართველოს ბანკის  განვადება

 მისამართი: იოსებიძის 57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

მსოფლიო ლიტერატურის კურსი

ასევე გაეცანით