მშობელთა კლუბი

ნინო ბუაძე
  • 32 ლექცია
  • 64 საათი
  • სერტიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

▶ დღეს ბევრი ლიტერატურა, ლექცია თუ ვიდეო მასალაა ხელმისაწვდომი, რომელიც დამხმარეა მშობლებისთვის ბავშვის აღზრდის პროცესში. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფსიქოგანათლება საჭირო, მაგრამ არასაკმარისია მშობლისთვის დამხმარე დამოკიდებულებისა თუ უნარების განვითარებისთვის. პოზიტიური მშობლობის ერთ-ერთი წინაპირობაა, მშობელს შეეძლოს კარგად ყოფნა.


▶ მშობლობა, სასიამოვნო ემოციებთან ერთად ამავდროულად პასუხისმგებლობის ტვირთსა და ბევრ გამოწვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, შეძლო მშობლობით მიიღო სიამოვნება, გამოცდილება კი პიროვნული ზრდისთვის გამოიყენო. შეხვედრები ითვალისწინებს მშობლებთან მუშაობის ფორმას, რომელიც მოიაზრებს გამოცდილებაზე და გამოცდილების გაზიარებულ გააზრებაზე დაფუძნებულ სწავლებას და ორიენტირებულია დაეხმაროს მშობლებს ცოდნასთან ერთად შესაბამისი დამოკიდებულებისა თუ უნარების განვითარებაში.


▶ პროგრამა ეფუძნება და აერთიანებს პიროვნების განვითარებასთან, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულების თეორიებსა და თემის შესაბამის თანამედროვე კვლევებს.

▶ შეხვედრების ფარგლებში განიხილება თემები:

➡ ბავშვის ასაკობრივი განვითარება, ქცევის მართვა, თვითშეფასება, მორცხვი ბავშვი დამოუკიდებლობა-თვითრეგულაცია, ბუნებრივი და ხელოვნური კრიზისი, აღზრდის სტილი, ოჯახის განვითარების ეტაპები, ახალ გარემოში ადაპტირება, ეკრანის გავლენა, სოციალური თვითაღქმა, კოგნიტიური განვითარება, ემოციური ინტელექტი, შიში, ბრაზის მართვა,მოლაპარაკების უნარი, აქტიური მოსმენა, ემპათია, ასერტული ქცევა, კონფლიქტის მართვა, პირადი სივრცე,დამოუკიდებლობა, ბავშვთა უფლებები და მოვალეობები, იდენტობა, პროფესიული ინტერესები, ღირებულებები, თანატოლთა ზეგავლენა, სოციალური პასუხისმგებლობა, სქესობრივი განათლება.

➡ შერჩეული თემები ჯგუფის სპეციფიკით განისაზღვრება.

▶ შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს პოზიტიური მშობლობისთვის დამხმარე ისეთი დამოკიდებულების, ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მშობელს იზრუნოს საკუთარი და ბავშვის ფსიქო – ემოციურ კეთილდღეობაზე.

▶ შეხვედრების თემატიკა განსაზღვრულია ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს აქვს მასთან დაკავშირებული აქტუალური თემები, მონაწილეები ნაწილდებიან ბავშვთა ასაკის მიხედვით.

შეხვედრების რაოდენობა - 28 (7 თვე)

კურსის დაწყების თარიღი - 15 ნოემბერი

შეხვედრები გაიმართება ოთხშაბათობით. 19:00 საათზე

◼ ყოველთვიური გადასახადი - 220₾, საბავშო პროგრამების მონაწილეთა მშობლებისთვის 190₾

◼ დასრულების დრო 4 ივლისი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

ასევე გაეცანით