

ნეგატიურ აზრებთან გამკლავების გზები
ანა ღვინიანიძე-
ტრენინგი
-
3 საათი
-
ფასი: 80 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემია გთავაზობთ ანა ღვინიანიძის ტრენინგს.
◾ თემა: „ნეგატიურ აზრებთან გამკლავების გზები"
➡︎ უნებლიე, უარყოფითი შინაარსის შემცველი აზრები (Negative Automatic Thoughts (NAT)) გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე; სხვადასხვა გარემოებაზე უნებლიე, ხშირად, გაუცნობიერებელი პასუხია.
ამგვარი აზრები ასახავენ ან (და) განამტკიცებენ ჩვენს გუნება - განწყობას. ხშირად, შესაძლოა, მათ საგრძნობი დაბრკოლება არ შეგვიქმნან ყოველდღიურ, სრულფასოვან ცხოვრებაში. თუმცა, ზოგჯერ ისინი შემაწუხებელი, მტანჯველი და ყოვლისმომცველი ხდება.
კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის მიდგომები უსიამოვნო ემოციების აღმძვრელ - განმამტკიცებელ აზრებთან ადამიანებს ასწავლის ამ აზრებთან თანაცხოვრებას, მათთან გამკლავებას და ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრების უზრუნველყოფაში ეხმარება.
◾ ტრენინგის დაწყების თარიღი - 11 ივნისი
◾შეხვედრის დღე - სამშაბათი
◾ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
◾ ტრენინგის საფასური - 80₾
შეხვედრის დაწყების დრო - 19:00 სთ
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
მისამართი: თ. იოსებიძის 57
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
ანა ღვინიანიძე - ფსიქოკონსულლტანტი, ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი
ფსიქოთერაპიული პრაქტიკა 2016 წლიდან
სპეციალიზაცია: ნევროტული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობები, ობსესიურ - კომპულსიური აშლილობა (ოკა), გუნება - განწყობის აშლილობები, C ჯგუფის პიროვნების აშლილობები.