რელიგიების ისტორია


რელიგიების ისტორიის კურსი

  • 20 ლექცია
  • 40 საათი
  • ფასი: 785 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

აზროვნების აკადემიაში რელიგიების ისტორიის კურსზე რეგისტრაცია იწყება!

კურსში განიხილება სხვადასხვა რელიგია და რელიგიური იდეები. კურსი მიმოიხილავს საკითხებს, თუ რა სახე ჰქონდა რელიგიას პირველყოფილურ საზოგადოებაში, რა კავშირია რიტუალს, მითსა და რელიგიას შორის, ვნახავთ როგორ ვლინდებოდა რელიგიური იდეები ისეთ კულტურებში, როგორებიცაა: შუმერული, ეგვიპტური, ხეთური, ებრაული, ინდური, ბერძნული და რომაული კულტურები. კურსში ნაჩვენები იქნება რელიგიურ იდეათა საფუძვლები, შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თვალი გაადევნონ, თუ ქრონოლოგიურად რა სახით ვითარდებოდა რელიგია თითოეულ კულტურასა და ხალხში. კურსი განიხილავს იმასაც, თუ რა სახის ეპიფანიები არსებობდა სხვადასხვა კულტურაში, ვინ იყვნენ ის პიროვნებები, წინასწარმეტყველები, მოაზროვნეები თუ მქადაგებლები, რომელთაგანაც ვრცელდებოდა რელიგიური იდეები და ყალიბდებოდა რელიგიები. კურსში ნაჩვენები იქნება, თუ რა კორელაციაში იყო ერთმანეთთან სხვადასხვა კულტურაში აღმოცენებული რელიგიური გამოცდილებები, თუ როგორ ითვისებდა რელიგიურ იდეებს ფილოსოფიური ტრადიცია და ისიც, თუ რა კავშირია ფილოსოფიურ და რელიგიურ ტრადიციებს შორის ისეთ კულტურებში, როგორებიცაა ელინური, ქრისტიანული, ისლამური ა. შ.

კურსის ფარგლებში გაიმართება 20 შეხვედრა:

▪ ეგვიპტური რელიგია – მანანა ხვედელიძე

▪ მესოპოტამიური რელიგიები - შუმერულ აქადური სინთეზი – ნინო სამსონია

▪  ხეთური რელიგიური წარმოდგენები – ნინო სამსონია

▪ რელიგია ძველ საბერძნეთში – ირინე დარჩია

▪ეტრუსკული რელიგია – ეკატერინე კობახიძე

▪ ინდუიზმი – თეიმურაზ თათარაშვილი

▪ ბუდიზმი – უფლისწული სიდჰარტა და „გამოღვიძება" - თეიმურაზ თათარაშვილი

▪ ქრისტიანული გამოცხადება – ლევან გიგინეიშვილი

▪ თანახი და ებრაული რელიგიური ტრადიცია – მარიკა მშვილდაძე

▪ ბიბლიური მესიანისტური იდეა და ებრაული თემი ეპოქათა მიჯნაზე – მარიკა მშვილდაძე

▪ ქრისტიანული სამება და ტრინიტარული კამათები – თეიმურაზ ბუაძე

▪ ღმერთკაცის პიროვნება – თეიმურაზ ბუაძ

▪ აღმოსავლური ეკლესია და ბიზანტიური ღვთისმეტყველება – ლევან გიგინეიშვილი

▪ დასავლური ეკლესიის ლათინურენოვანი თეოლოგია (ნეტარი ავგუსტინედან თომა აქვინელამდე) - მიხეილ მირაშვილი

▪ ირანული რელიგია - თეიმურაზ თათარაშვილი

▪ ქრისტიანული მისტიკა – ისიქასტური ლოცვითი ტრადიცია – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

▪ მუჰამადი და ისლამის დაარსება – ლაშა ბართია

▪ ისლამის ძირითადი კონფესიები – ლაშა ბართია

▪ მარტინ ლუთერი და რეფორმაცია – ლევან გიგინეიშვილი

▪  სეკულარიზმი და რელიგია; მსოფლიო რელიგიები; რელიგია თანამედროვეობაში – დეკანოზი ლევან მათეშვილი

დასაწყისი: 2 ოქტომბერი, 20:00 სთ. შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
სალექციო დღე - ორშაბათი

კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

კურსის საფასური – 785₾

მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება

მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

მისამართი: იოსებიძის 57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
რელიგიების კურსი

ასევე გაეცანით