მსოფლიო ლიტერატურის კურსი
-
18 ლექცია
-
დაწყების თარიღი: 30 სექტემბერი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
ფასი: 885 ლარი
-
გაიცემა სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
🌍 აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსი
🧐 კურსის ფასეულობა
იმისათვის, რომ ინდივიდმა საკუთარი თავი და ცხოვრება შეიმეცნოს, სამყაროსადმი კითხვის დამსმელი უნდა იყოს. კითხვის დასმის რეფლექსს კი მხოლოდ იმგვარი ხელოვნების მიმართულებები გვიღვივებენ, რომლებიც ცხოვრებასა და ადამიანის შინაგან სამყაროს აირეკლავენ. ლიტერატურა სწორედ ის ხელოვნების დარგია, რომელიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნოს თვითრეფლექსიის უნარი, რომელიც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებაში დაეხმარება.
📚 კურსის აღწერა
აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსი მოიცავს სხვადასხვა დროისა და სივრცის მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გაცნობას, ანტიკური სამყაროდან დაწყებული, მოდერნული თუ პოსტმოდერნული ლიტერატურული ტექსტებით დასრულებული.კურსის ფარგლებში დამსწრეები ლექტორებთან ერთად განიხილავენ და გაეცნობიან მნიშვნელოვან ლიტერატურულ ტექსტებს, მოისმენენ მათ ღრმა ანალიზსა და ისტორიულ-სოციოლოგიურ, პოლიტიკურ კონტექსტებს, რომლებმაც განსაზღვრა ამა თუ იმ ლიტერატურული ტექსტისა თუ ავტორის წერის სტილი, ჟანრი, მხატვრული ღირებულებები და შემოქმედებითი ხასიათი.
🎓 სწავლების ფორმატი
კურსის ფარგლებში სწავლება იქნება შებრუნებული ოთახის (Flipped room) პრინციპზე აგებული, რომელიც მოიზარებს დამსწრეთა ჩართულობას კურსის მიმდინარეობის პროცესში, მათი შთაბეჭდილებებისა და ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციის გაზიარებას ერთმანეთთან, ლექტორის მოდერატორობით.
🎓 კურსის ლექტორები:
ანა ქირია, ნინო სამსონია, გიორგი ხულორდავა, თათია მემარნიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ნინო ქავთარაძე, ლევან გიგინეიშვილი, დალი იაშვილი, თეიმურაზ თათარაშვილი.
კურსის დეტალები:
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖სრული კურსის ღირებულება - 885₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📝 კურსი მოიცავს 18 ლექციისაგან შემდგარ 3 მოდულს:
🏛️ მოდული 1: ანტიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურა
🎓 მოდულის ლექტორები: ნინო სამსონია, ლევან გიგინეიშვილი.
- 30 სექტემბერი — შუამდინარული ეპოსი - „გილგამეშიანი“ - ნინო სამსონია
- 7 ოქტომბერი — ბერძნული ეპოსი - ჰომეროსი და ჰესიოდე - ნინო სამსონია
- 21 ოქტომბერი — რომაული ეპოსი - ვერგილიუსის „ენეიდა“ - ნინო სამსონია
- 28 ოქტომბერი — ბერძნული ტრაგედია - სოფოკლე, ესქილე, ევრიპიდე - ლევან გიგინეიშვილი
- 4 ნოემბერი — წინარერენესანსული იტალიური ლიტერატურა - დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ - ლევან გიგინეიშვილი
📚 მოდული 2: კულტურა და ლიტერატურა
🎓 მოდულის ლექტორები: ლევან გიგინეიშვილი, ნინო ქავთარაძე, გიორგი ხულორდავა, თათია მემარნიშვილი, ზაალ ჩხეიძე.
- 11 ნოემბერი — შუა საუკუნეების ქართული ეპოსი - „ვეფხისტყაოსანი“ - ლევან გიგინეიშვილი
- 18 ნოემბერი — ფრანგული ლიტერატურული კლასიკა - სტენდალი, ვიქტორ ჰიუგო, ფლობერი, ბალზაკი - ნინო ქავთარაძე
- 25 ნოემბერი — სპარსული კლასიკური ლიტერატურა - ხაიამი, ჰაფეზი, რუმი - გიორგი ხულორდავა
- 2 დეკემბერი — იაპონური ლიტერატურა - აკუტაგავა, ოე, კავაბატა, მურაკამი, კობო აბე, მიშიმა - თათია მემარნიშვილი
- 9 დეკემბერი — ლათინო-ამერიკული ლიტერატურა და მაგიური რეალიზმი - მარკესი, ბორხესი, კორტასარი, ლიოსა, გიუნტერ გრასი - ზაალ ჩხეიძე
- 16 დეკემბერი — ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი - ზაალ ჩხეიძე
✨ მოდული 3: დიდი მწერლები
🎓 მოდულის ლექტორები: ლევან გიგინეიშვილი, დალი იაშვილი, ანა ქირია.
- 23 დეკემბერი —უილიამ შექსპირი - ცხოვრება და შემოქმედება - ლევან გიგინეიშვილი
- 30 დეკემბერი — ლევ ტოლსტოი - ცხოვრება და შემოქმედება - ლევან გიგინეიშვილი
- 13 იანვარი— მარსელ პრუსტი - ცხოვრება და შემოქმედება - დალი იაშვილი
20 იანვარი — გოეთე - „ფაუსტი“ - ანა ქირია - 27 იანვარი — სერვანტესი - „დონ კიხოტი“ - ანა ქირია
- 3 თებერვალი — ფიოდორ დოსტოევსკი - შემოქმედება: „ძმები კარამაზოვები“, „ეშმაკნი“, „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ - ანა ქირია
- 10 თებერვალი — თომას მანი - „ჯადოსნური მთა“ - ანა ქირია