
დიდი მწერლები
მსოფლიო ლიტერატურის კურსის მესამე მოდული-
7 ლექცია (14სთ)
-
დაწყების თარიღი: 22 მაისი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
ფასი: 245 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
🌍 აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსის მესამე მოდული- "დიდი მწერლები"
📚მოდული მოიცავს იმ ავტორებს, რომლებმაც განსაზღვრეს მსოფლიო ლიტერატურული კლასიკის ხასიათი და ის ფუნდამენტური, ეგზისტენციალური საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქასა და დროში აწუხებდა ინდივიდს და მის სამყაროს.
• უილიამ შექსპირი – დრამატურგიისა და პოეზიის გენიალური ავტორი, რომლის ტრაგედიები, კომედიები და ისტორიული დრამები სიღრმისეულად ასახავს ადამიანის ბუნებას, ძალაუფლების ხიბლსა და სიყვარულის ტრაგიზმს.
• მიგელ დე სერვანტესი – დონ კიხოტი — ეპოქალური რომანი, რომელიც ირონიული სიცხადით ააშკარავებს იდეალიზმისა და რეალობის კონფლიქტს.
• იოჰან ვოლფგანგ გოეთე – ფაუსტი — ფილოსოფიური დრამა ცოდნის, ძალაუფლებისა და სულის ხსნის მარადიულ თემებზე.
• მარსელ პრუსტი – ფრანგული მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაკარგული დროის ძიებაში წარმოადგენს მეხსიერებისა და ცნობიერების დინამიკის უნიკალურ ლიტერატურულ ფორმას.
• ფიოდორ დოსტოევსკი – ფსიქოლოგიური რომანის ოსტატი. მისი ნაწარმოებები სვამს ეგზისტენციურ, ეთიკურ და სულიერ კითხვებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია: ძმები კარამაზოვები, დანაშაული და სასჯელი, ეშმაკნი, იდიოტი.
• თომას მანი – ჯადოსნური მთა — სიმბოლური რომანი დროის, დაავადების, სიკვდილისა და ინტელექტუალური ძიების შესახებ ევროპული კულტურის კონტექსტში.
• ლევ ტოლსტოი – რუსი კლასიკოსი, რომლის ეპიკური რომანები და ფილოსოფიური ესეები მორალურ ძიებებსა და კაცობრიობის ბედზე ფიქრს ეძღვნება. კურსის განმავლობაში განხილული იქნება მისი ცხოვრების გზა და ღრმა ტექსტები.
🎯 კურსის მიზანი:
სიღრმისეულად გავაანალიზოთ ამ ავტორთა ტექსტები სხვადასხვა ლიტერატურული, ისტორიული, ფილოსოფიური და ესთეტიკური ასპექტით — რათა მსმენელმა უკეთ აღიქვას მათი მნიშვნელობა არა მხოლოდ ლიტერატურულად, არამედ ადამიანურადაც.
🎓 კურსის ლექტორები:
პაატა ჩხეიძე, ანა ქირია, ლევან გიგინეიშვილი, დალი იაშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი.
კურსის დეტალები:
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖სრული მოდულის ღირებულება - 245₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📚მოდული 3: დიდი მწერლები
- შექსპირი
- სერვანტესის “დონ კიხოტი”
- გოეთეს "ფაუსტი"
- მარსელ პრუსტის შემოქმედება
- ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება - “ძმები კარამაზოვები”, “ეშმაკნი”, „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“
- თომას მანი - “ჯადოსნური მთა"
- ლევ ტოლსტოი - ცხოვრება და შემოქმედება