კულტურა და ლიტერატურა
მსოფლიო ლიტერატურის კურსის მეორე მოდული-
6 ლექცია (12სთ)
-
დაწყების თარიღი: 16 აპრილი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
ფასი: 285 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
🌍 აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსის მეორე მოდული- კულტურა და ლიტერატურა
🧐 კურსის ფასეულობა
იმისათვის, რომ ინდივიდმა საკუთარი თავი და ცხოვრება შეიმეცნოს, სამყაროსადმი კითხვის დამსმელი უნდა იყოს. კითხვის დასმის რეფლექსს კი მხოლოდ იმგვარი ხელოვნების მიმართულებები გვიღვივებენ, რომლებიც ცხოვრებასა და ადამიანის შინაგან სამყაროს აირეკლავენ. ლიტერატურა სწორედ ის ხელოვნების დარგია, რომელიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნოს თვითრეფლექსიის უნარი, რომელიც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებაში დაეხმარება.
📚 კურსის აღწერა
კულტურა და ლიტერატურა, ეს ორი განუყოფელი ცნება, ადამიანის სულის ყველაზე ღრმა და მრავალფეროვან გამოხატულებას წარმოადგენს. კულტურა არის ერის სულიერი და მატერიალური ღირებულებების ერთობლიობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და განსაზღვრავს მის იდენტობას. ლიტერატურა კი, როგორც ხელოვნების უმაღლესი ფორმა, ამ კულტურის სარკეა, რომელიც ასახავს მის ისტორიას, ღირებულებებსა და ცნობიერებას.
მსოფლიო ლიტერატურის კურსის ამ მოდულზე ჩვენ გავაზიარებთ სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის კულტურულ და ლიტერატურულ კონცეფციებს. გავეცნობით იმ ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებმაც მრავალმხრივ განსაზღვრა ამა თუ იმ დროისა და სივრცის საზოგადოების კულტურა და მათი კულტურული იდენტობა. აღნიშნული კურსის ფარგლებში სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული კულტურისა და ლიტერატურის მიმართების საკითხები იაპონური ლიტერატურიდან გერმანულ რომანტიზმამდე.
🎓 კურსის ლექტორები:
თათია მემარნიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ლევან გიგინეიშვილი, ნინო ქავთარაძე, ანა ქირია.
კურსის დეტალები:
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖სრული მოდულის ღირებულება - 285₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📚მოდული 2: კულტურა და ლიტერატურა
1️⃣ შუა საუკუნეების ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი
2️⃣ სპარსული კლასიკური ლიტერატურა — ხაიამი, ჰაფეზი, რუმი
3️⃣ იაპონური ლიტერატურა — აკუტაგავა, ოე, კავაბატა, მურაკამი, კობო აბე, მიშიმა
4️⃣ ფრანგული ლიტერატურული კლასიკა — სტენდალი, ჰიუგო, ფლობერი, ბალზაკი
5️⃣ ლათინო-ამერიკული ლიტერატურა და მაგიური რეალიზმი — მარკესი, ბორხესი, კორტასარი, ლიოსა, გიუნტერ გრასი
6️⃣ ამერიკული მოდერნიზმი — ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი 📚