აღწერა

დიდი მწერლები

მსოფლიო ლიტერატურის კურსის მესამე მოდული
  • 7 ლექცია
  • დაწყების თარიღი: 4 ივნისი
  • სალექციო დღე: ხუთშაბათი
  • ფასი: 325 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

🌍 აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსის მესამე მოდული- "დიდი მწერლები"

📚მოდული მოიცავს ავტორებს, რომლებმაც განსაზღვრეს მსოფლიო ლიტერატურული კლასიკის ხასიათი და ის ფუნდამენტური, ეგზისტენციალური საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქასა და დროში აფიქრებდა ადამიანსა.

მიგელ დე სერვანტესიდონ კიხოტი — ეპოქალური რომანი, რომელიც ირონიული სიცხადით ააშკარავებს იდეალიზმისა და რეალობის კონფლიქტს.

იოჰან ვოლფგანგ გოეთე - ფაუსტი - ფილოსოფიური ტრაგედია, რომელიც ადამიანის უსაზღვრო ცოდნის წყურვილს, ძალაუფლებისა და ბედნიერების ძიებას ასახავს. „ფაუსტი“ აერთიანებს მითს, ფილოსოფიასა და პოეტურ დრამას და სვამს მარადიულ კითხვებს ადამიანის სურვილების, ზნეობის, თავისუფლებისა და სულის ფასის შესახებ.

უილიამ შექსპირი – დრამატურგიისა და პოეზიის გენიალური ავტორი, რომლის ტრაგედიები, კომედიები და ისტორიული დრამები სიღრმისეულად ასახავს ადამიანის ბუნებას, ძალაუფლების ხიბლსა და სიყვარულის ტრაგიზმს.

მარსელ პრუსტი – ფრანგული მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაკარგული დროის ძიებაში წარმოადგენს მეხსიერებისა და ცნობიერების დინამიკის უნიკალურ ლიტერატურულ ფორმას.

ლევ ტოლსტოი – რუსი კლასიკოსი, რომლის ეპიკური რომანები და ფილოსოფიური ესეები მორალურ ძიებებსა და კაცობრიობის ბედზე ფიქრს ეძღვნება. კურსის განმავლობაში განხილული იქნება მისი ცხოვრების გზა და ღრმა ტექსტები.

მარსელ პრუსტი – ფრანგული მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაკარგული დროის ძიებაში წარმოადგენს მეხსიერებისა და ცნობიერების დინამიკის უნიკალურ ლიტერატურულ ფორმას.

ფიოდორ დოსტოევსკი – მისი ნაწარმოებები სვამს ეგზისტენციურ, ეთიკურ და სულიერ კითხვებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია: ძმები კარამაზოვები, დანაშაული და სასჯელი, ეშმაკნი, იდიოტი.

თომას მანიჯადოსნური მთა — სიმბოლური რომანი დროის, დაავადების, სიკვდილისა და ინტელექტუალური ძიების შესახებ ევროპული კულტურის კონტექსტში.

🎓 კურსის ლექტორები:
ლევან გიგინეიშვილი, დალი იაშვილი, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი.


კურსის დეტალები:

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖სრული მოდულის ღირებულება - 325₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

📚მოდული 3: დიდი მწერლები

• 4 ივნისი — „დონ კიხოტი“ — ლევან გიგინეიშვილი

• 11 ივნისი — „ფაუსტი“ — ლევან გიგინეიშვილი

• 18 ივნისი — შექსპირი — ლევან გიგინეიშვილი

• 24 ივნისი — ლევ ტოლსტოი — ცხოვრება და შემოქმედება — თეიმურაზ თათარიშვილი

• 2 ივლისი — მარსელ პრუსტის შემოქმედება — დალი იაშვილი

• 9 ივლისი — ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება — „ძმები კარამაზოვები“, „ეშმაკნი“, „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ — ლევან გიგინეიშვილი

• 16 ივლისი — „ჯადოსნური მთა“ — ლევან გიგინეიშვილი