აღწერა

ფსიქოლოგიის საფუძვლები

  • 36 ლექცია
  • დასაწყისი: 12 ოქტომბერი
  • სალექციო დღე-ორშაბათი
  • 20:00 საათი
  • ფასი: 1800 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

ფსიქოლოგიის საფუძვლების  კურსი

 

აზროვნების აკადემია იწყებს ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსს, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ფსიქოლოგიის სფეროს აქტუალური თეორიები, დარგები და საკითხები. შეხედოთ ადამიანის ქცევას, აზროვნებასა და ემოციებს ახალი კუთხით. შეისწავლით როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.


📚 კურსის მიმოხილვა

კურსი მოიცავს ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ მიმართულებებს, მის მრავალფეროვან დარგებს და ფსიქიკის მექანიზმებს.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ სიღრმისეული ცოდნა ადამიანის ბუნების შესახებ. კურსი განკუთვნილია როგორც მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს ფსიქოოგიის საფუძვლები, ისე მათთვის, ვისაც უკვე აქვს გარკვეული ცოდნა ამ სფეროში და ეძებს ცოდნის გაღრმავების გზებს.


📅 კურსის სტრუქტურა და მოდულები

კურსი დაყოფილია სამ ძირითად მოდულად — სრული კურსი შედგება 36 ლექციისაგან:

მოდული I — ფსიქოლოგიის ფუნდამენტური თეორიები (ოქტომბერი–დეკემბერი)

📌 ფსიქოანალიზი (ფროიდი, იუნგი), ბიჰევიორიზმი, ჰუმანისტური, ეგზისტენციალური, გეშტალტ, კოგნიტური და პოზიტიური ფსიქოლოგია.
🎯 მიზანი: საფუძვლიანი ცოდნა ფსიქოლოგიის თეორიებისა და ისტორიული კონტექსტის შესახებ.

მოდული II — ფსიქოლოგიის დარგები და მიმართულებები (იანვარი–აპრილი)

📌 სოციალური, განვითარების, განათლების, ნეიროფსიქოლოგია, ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგია, კლინიკური მიდგომები (CBT, mindfulness).
🎯 მიზანი: ფსიქოლოგიის პრაქტიკული დანიშნულების შესწავლა სხვადასხვა სფეროში.

მოდული III — ფსიქიკის მექანიზმები (აპრილი–ივნისი)

📌 ფსიქიკის დაცვის მექანიზმები, კოგნიტური პროცესები, ემოციები, მოტივაცია, ქცევითი მექანიზმები, სოციალური გავლენა, კომუნიკაცია, ნეირობიოლოგიური პერსპექტივა.
🎯 მიზანი: ფსიქიკის მუშაობის სიღრმისეული შესწავლა და მისი დაკავშირება გარემოსთან.


🎓 სწავლების მეთოდები

  • ინტერაქტიური ლექციები და დისკუსიები

  • პრაქტიკული მაგალითები რეალური ცხოვრებიდან

  • ექსპერიმენტების განხილვა — ისტორიული და თანამედროვე


👥 ვისთვის არის ეს კურსი?

  • სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფსიქოლოგიის შესწავლას;

  • ისეთი სფეროების წარმომადგენლებისათვის, ვისთვისაც ფსიქოლოგია საჭირო სფეროს წარმოადგენს;

  • ყველასთვის, ვისაც სურს ადამიანების ბუნების შესწავლა.

 

📅 დაწყების თარიღი: 12 ოქტომბერი 
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, 20:00 საათზე (ლექციების ძირითადი ნაწილი ჩატარდება ორშაბათს, გარდა რამდენიმე ლექციისა, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სილაბუსში)
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 სრული კურსის ღირებულება – 1800₾

📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40

კურსი მოიცავს 36 ლექციისგან შემდგარ სამ მოდულს:

მოდული I: ფსიქოლოგიის ფუნდამენტური თეორიები

  1. რა არის ფსიქოლოგია – მარინა კაჭარავა – 12 ოქტომბერი
  2. ჰუმანისტური ფსიქოლოგია – მარინა კაჭარავა – 19 ოქტომბერი
  3. ბიჰევიორიზმი – ანა ღვინიანიძე – 26 ოქტომბერი
  4. ეგზისტენციალური ფსიქოლოგია – მარინა კაჭარავა – 2 ნოემბერი
  5. ევოლუციური და ბიოლოგიური ფსიქოლოგია – ზურაბ ვახანია – 9 ნოემბერი
  6. კლინიკური ფსიქოლოგია: ფსიქიკური აშლილობა და მათი მკურნალობა: ზ. ფროიდი - ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია – რეზო კორინთელი – 15 ნოემბერი (კვირა)
  7. კლინიკური ფსიქოლოგია: ფსიქიკური აშლილობა და მათი მკურნალობა: კ. გ. იუნგი - ანალიზური ფსიქოლოგია – რეზო კორინთელი – 22 ნოემბერი (კვირა)
  8. გეშტალტის საფუძვლები – თეა გოგოტიშვილი – 30 ნოემბერი
  9. კოგნიტური ფსიქოლოგია 1 – მაია მაჭავარიანი – 7 დეკემბერი
  10. კოგნიტური ფსიქოლოგია 2 – მაია მაჭავარიანი – 14 დეკემბერი
  11. პოზიტიური ფსიქოლოგია – ნათია სორდია – 21 დეკემბერი
  12. განწყობის ფსიქოლოგია – რამაზ საყვარელიძე – 28 დეკემბერი

მოდული II: ფსიქოლოგიის დარგები და მიმართულებები

  1. სოციალური ფსიქოლოგია – ზურა მხეიძე – 21 იანვარი (ხუთშაბათი)
  2. განათლების ფსიქოლოგია – ნატა ასათიანი – 25 იანვარი
  3. ნეიროფსიქოლოგია 1 – მაია მაჭავარიანი – 1 თებერვალი
  4. ნეიროფსიქოლოგია 2 – მაია მაჭავარიანი – 8 თებერვალი
  5. კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში – თინათინ ბანძელაძე – 15 თებერვალი
  6. განვითარების ფსიქოლოგია 1 – ირინა ტაბუციძე – 22 თებერვალი
  7. განვითარების ფსიქოლოგია 2 – ირინა ტაბუციძე – 1 მარტი
  8. კლინიკური ფსიქოლოგია: ფსიქიკური აშლილობა და მათი მკურნალობა: მედიტაციის წინამძღვრებზე დაფუძნებული მიდგომები ფსიქოთერაპიაში – რეზო კორინთელი – 7 მარტი (კვირა)
  9. კლინიკური ფსიქოლოგია: ფსიქიკური აშლილობა და მათი მკურნალობა: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია – ანა ღვინიანიძე – 15 მარტი
  10. პიროვნების ფსიქოლოგია – რამაზ საყვარელიძე – 22 მარტი
  11. ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგია 1 – მაია ხოსიტაშვილი – 29 მარტი
  12. ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგია 2 – მაია ხოსიტაშვილი – 5 აპრილი

მოდული III: ფსიქიკის მექანიზმები

  1. ფსიქიკის მექანიზმების განხილვა (ფსიქიკა როგორც სისტემა) – მარინა კაჭარავა – 12 აპრილი
  2. ემოციური რეგულაცია – ნინი ელბაქიძე – 19 აპრილი
  3. მოტივაცია – ნინო ბუაძე – 26 აპრილი
  4. ინტელექტის ტიპები (ემოციური, სოციალური და ზოგადი) – მარინა კაჭარავა – 10 მაისი
  5. სტრესის მართვა – მარინა კაჭარავა – 17 მაისი
  6. მეხსიერება – თინათინ ბანძელაძე – 24 მაისი
  7. აღქმა – თინათინ ბანძელაძე – 31 მაისი
  8. ნეიროპლასტიურობა – ფიქრია ხომასურიძე – 7 ივნისი
  9. ფსიქიკის დაცვის მექანიზმები – რეზო კორინთელი – 13 ივნისი (კვირა)
  10. განწყობა, როგორც მოთხოვნილების აღძვრის მექანიზმი – რამაზ საყვარელიაძე – 21 ივნისი
  11. სოციალური გავლენები და კომუნიკაციის მექანიზმები – ზურა მხეიძე – 24 ივნისი (ხუთშაბათი)
  12. თვითზრუნვა - ენერგიის მართვა – ნინი ელბაქიძე – 28 ივნისი