აღწერა

პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისი

განსხვავებული საზრისები
  • დასაწყისი: 23 ივნისი
  • 3 საათი
  • 3 შეხვედრა
  • ფასი: 145 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისირომელიც სამი შეხვედრისაგან შედგება. შეხვედრებს წარუძღვებიან ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

 
  • 23 ივნისს დეკანოზი თეოდორე გაგნიძე განიხილავს ეგზისტენციალურ კრიზისს ქრისტიანული პერსპექტივიდან. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ადამიანის თავისუფლებას, ტანჯვის მნიშვნელობას, რწმენის კრიზისსა და იმ გზებს, რომლითაც ქრისტიანული ტრადიცია ცხოვრების საზრისის აღმოჩენას გვთავაზობს.
  • 27 ივნისს ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი ისაუბრებს სიღრმის ფსიქოლოგიის პერსპექტივაზე. განხილვის საგანი იქნება ადამიანის არაცნობიერი სამყარო, შინაგანი კონფლიქტები, იდენტობის კრიზისი, ჩრდილის ფენომენი და ის ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც ხშირად დგას ცხოვრებისეული კრიზისების უკან.
  • 4 ივლისს კი გაიმართება მათი საერთო შეხვედრა , სადაც  მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ, როგორ პასუხობს ერთსა და იმავე კითხვებსა და თემებს ქრისტიანული აზროვნება და სიღრმის ფსიქოლოგია, სად იკვეთება მათი გზები და სად განსხვავდება მათი ინტერპრეტაციები.
 
 

📅დასაწყისი: 23 ივნისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 145₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40