აღწერა

ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები

ზაალ ჩხეიძე
  • სალონური საუბრები
  • 26 სექტემბერი
  • სალექციო დღე: შაბათი
  • 20:00
  • 40₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები, რომელსაც  ლიტერატურათმცოდნეზაალ ჩხეიძე წარუძღვება.

ლექცია ფენტეზის ჟანრის წინამორბედებს ეძღვნება იმ ლიტერატურულ და კულტურულ საფუძვლებს, რომლებმაც თანამედროვე ფენტეზის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება მე-19 საუკუნის გოთიკურ რომანს, შუასაუკუნეების ლიტერატურის ცალკეულ ფორმებსა და ევროპულ ზღაპრებს და იმას, თუ როგორ იქცა ეს ტრადიციები ჯერ გოთიკური რომანის, შემდეგ კი ფენტეზის ჟანრის განვითარების საფუძვლად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ ლიტერატურულ ტექსტებსა და იმ დეტალებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია როგორც ფენტეზის მკითხველისთვის, ისე ავტორისთვის. ლექციის ფარგლებში ასევე განიხილება მითოსური და რაციონალური აზროვნების განსხვავება და ის, თუ რატომ არის ამ ორი ხედვის გააზრება მნიშვნელოვანი ფენტეზის ტექსტის სრულფასოვანი წაკითხვისა და შექმნისთვის.

📅 შეხვედრის თარიღი: 26 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40