საკუთარ თავთან კომუნიკაცია
ზურა მხეიძე-
სალონური საუბრები
-
8 ოქტომბერი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
20:00
-
80₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: საკუთარ თავთან კომუნიკაცია - პიროვნული ცვლილების პირველი ნაბიჯი, რომელსაც ფსიქოლოგი ზურა მხეიძე წარუძღვება .
როგორ ვესაუბრებით საკუთარ თავს? რამდენად ვიცნობთ ჩვენს სურვილებს, საჭიროებებსა და შინაგან განცდებს? და როგორ მოქმედებს საკუთარ თავთან კომუნიკაციის ხარისხი ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობებზე?
ლექციაზე ზურა მხეიძე ისაუბრებს საკუთარ თავთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, შინაგანი დიალოგის თავისებურებებსა და იმ გზებზე, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაგებაში. შეხვედრა დაგვეხმარება დავაკვირდეთ ჩვენს ფიქრებს, ემოციებსა და ქცევებს და გავიაზროთ, როგორ შეიძლება საკუთარ თავთან უფრო გაცნობიერებული და ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
📅 შეხვედრის თარიღი: 8 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖შეხვედრაზე დასწრების საფასური - 80₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40