აღწერა

ჯორჯ რ.რ. მარტინის ყინულისა და ცეცხლის გალობა

ლაშა კილაძე
  • სალონური საუბრები
  • 17 ოქტომბერი
  • სალექციო დღე: შაბათი
  • 20:00
  • 40₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები: XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფენტეზის საგაზე - ჯორჯ რ. რ. მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე“, რომელსაც ფსიქიატრი ლაშა კილაძე წარუძღვება.

შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ გარდაქმნა მარტინმა ფენტეზის ჟანრი და როგორ აქცია ერთი შეხედვით ზღაპრული სამყარო პოლიტიკის, ძალაუფლების, ისტორიისა და ადამიანური ბუნების კვლევის სივრცედ.

ვისაუბრებთ ვესტეროსის სამყაროს ისტორიულ პარალელებზე, პერსონაჟებსა და მათ მოტივებზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, ომზე, მემკვიდრეობაზე, ღალატსა და მორალურ არჩევანზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაწარმოებში გამოყენებულ სიმბოლიზმსა და იმ ლიტერატურულ ნიუანსებს, რომლებმაც „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად აქცია.

📅 შეხვედრის თარიღი: 17 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40