ეპოქა და ადამიანი
ისტორია, კულტურა და ხელოვნება-
32 ლექცია
-
დაწყების თარიღი: 11 ნოემბერი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
ფასი: 885 ლარი
-
გაიცემა სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
🌍 აზროვნების აკადემია იწყებს ახალ კურსს: "ეპოქა და ადამიანი"
🏛️კურსი გვთავაზობს მოგზაურობას კაცობრიობის კულტურული და ინტელექტუალური განვითარების ისტორიაში - ანტიკური სამყაროდან მოდერნიზმამდე. ოთხი დიდი ეპოქის გავლით დავაკვირდებით იმ იდეებს, მოვლენებსა და აღმოჩენებს, რომლებმაც ადამიანის აზროვნება და თანამედროვე სამყაროს ფორმირება განსაზღვრა.
🏺 მოგზაურობას ანტიკურობიდან დავიწყებთ, ეპოქიდან, როდესაც იბადება ფილოსოფიური აზროვნება, ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი და ქალაქური ცივილიზაციის ახალი ფორმები. გავეცნობით ძველი საბერძნეთისა და რომის სამყაროს და მის მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპული კულტურის ერთ-ერთ საფუძვლად დარჩა.
⛪ შემდეგ შუა საუკუნეების სამყაროში გადავინაცვლებთ - ეპოქაში, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ადამიანის ადგილი სამყაროში. განვიხილავთ რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, ბიზანტიის აღზევებას, ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ისლამურ ოქროს ხანას, შუა საუკუნეების ხელოვნებასა და ლიტერატურას და იმ კულტურულ პროცესებს, რომლებმაც რენესანსისთვის ნიადაგი შექმნა.
🎨 რენესანსთან ერთად ადამიანის ხედვაში ახალი გარდატეხა იწყება. ინდივიდის დაბადება, ჰუმანიზმი, ხელოვნების რევოლუცია, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია და მეცნიერების ახალი გაგება გვაჩვენებს, როგორ იწყებს ადამიანი სამყაროს ახლებურად დანახვას დაკვირვებით, კვლევითა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენით.
🔬 კურსის დასკვნით ნაწილში ახალი ეპოქისა და მოდერნიზმის სამყაროში შევალთ. განმანათლებლობა, კლასიციზმი, დარვინის ევოლუციის თეორია, მეცნიერული აზროვნების განვითარება, ინდუსტრიული და კულტურული გარდაქმნები, მოდერნისტული ფილოსოფია და ხელოვნება, ფროიდის მიერ ქვეცნობიერის აღმოჩენა და მასობრივი კულტურის დაბადება დაგვანახებს, როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე ადამიანის ცნობიერება.
კურსის დასასრულს ოთხ ეპოქას ერთ მთლიან სურათად შევკრავთ და დავფიქრდებით: რა გზამ მოგვიყვანა დღევანდელ სამყარომდე და რამდენად განსხვავებულია თანამედროვე ადამიანი იმ ადამიანისგან, რომელმაც ეს ისტორია დაიწყო.
გელით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ გაიაზროთ კაცობრიობის ისტორიის გარდამტეხი მოვლენები, მიიღოთ ინფორმაცია ეპოქებსა და ამ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების შესახებ და რაც მთავარია დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც კურსის განმავლობაში სფეროს სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ.
კურსის დეტალები:
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖სრული კურსის ღირებულება - 885₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📝 კურსი მოიცავს 32 ლექციისაგან შემდგარ 4 მოდულს:
🏛️ მოდული 1: ანტიკურობა
- 11 ნოემბერი — ანტიკურობის ისტორიულ-კულტურული კონტექსტი
- 18 ნოემბერი — ანტიკური ფილოსოფიის დაბადება
- 25 ნოემბერი — ხელოვნების დაბადება: მითიდან ლიტერატურამდე
- 2 დეკემბერი — ანტიკური ლიტერატურა და თეატრი
- 9 დეკემბერი — ანტიკური არქიტექტურა და ურბანიზმი: წესრიგი, მასშტაბი და ინჟინერია
- 23 დეკემბერი — ძველი საბერძნეთი და რომი
- 26 დეკემბერი — ანტიკურობის მემკვიდრეობა
⛪ მოდული 2: შუა საუკუნეები
- 13 იანვარი — ისტორიულ-კულტურული კონტექსტი და ადამიანის ახალი სახე
- 20 იანვარი — ეკლესია და სახელმწიფო: პაპობისა და იმპერიის დაპირისპირება
- 27 იანვარი — ბიზანტიის აღზევება
- 3 თებერვალი — ჯვაროსნული ლაშქრობები: რელიგიური ენთუზიაზმი, ექსპანსია და ცივილიზაციათა კონტაქტი
- 10 თებერვალი — პარალელური სამყაროები: ისლამური ოქროს ხანა და კავკასია
- 17 თებერვალი — საკრალური არქიტექტურა: რომანული სტილიდან გოთიკამდე
- 24 თებერვალი — შუა საუკუნეების ლიტერატურა და რაინდული ეპოსი
- 4 მარტი — კრიზისი და გარდამავალი ხანა
✨ მოდული 3: რენესანსი
- 10 მარტი — ისტორიულ-კულტურული კონტექსტი და ინდივიდის დაბადება
- 17 მარტი — ჰუმანისტური ფილოსოფია
- 24 მარტი — მხატვრული რევოლუცია: ხაზოვანი პერსპექტივა, ანატომია და ნატურალიზმი
- 31 მარტი — მაღალი რენესანსი და ჰარმონიის იდეალი
- 7 აპრილი — ლიტერატურა რენესანსის ეპოქაში
- 14 აპრილი — დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: ევროპოცენტრიზმი და პირველი გლობალიზაცია
- 21 აპრილი — რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია: ქრისტიანული სამყაროს გახლეჩა
- 28 აპრილი — მეცნიერული რევოლუციის საწყისები
🔬 მოდული 4: ახალი ეპოქა და მოდერნიზმი
- 5 მაისი — ადრეული განმანათლებლობის ეპოქა
- 12 მაისი — კლასიციზმი — ვენის კლასიკოსები
- 19 მაისი — საზრისები სამყაროსა და ადამიანის შესახებ: დარვინი, მენდელი და მენდელეევი
მოდერნიზმი
- 26 მაისი — ისტორიულ-კულტურული გარდატეხა, ადამიანის ახალი ხედვა, ხელოვნების რევოლუცია
- 2 ივნისი — მოდერნისტული არქიტექტურა
- 9 ივნისი — მოდერნისტული ფილოსოფია
- 16 ივნისი — ფროიდი და ქვეცნობიერის აღმოჩენა: რაციონალური ადამიანის მითის მსხვრევა
- 23 ივნისი — ლიტერატურა და ახალი ხმები
- 30 ივნისი — მასობრივი კულტურა: ფოტოგრაფია, მუსიკა, კინო