აღწერა

დამოკიდებულებები და ცხოვრების ხარისხი

  • სალონური საუბრები
  • 11 ნოემბერი
  • სალექციო დღე: სამშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"პიროვნული განვითარება და ცხოვრების ხარისხი"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "დამოკიდებულებები და ცხოვრების ხარისხი". შეხვედრის განმავლობაში აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი ინტეგრას ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურია ისაუბრებს:

 

  • რა სახის დამოკიდებულებები ზემოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე;

  • როგორ იცვლება ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულებების ფონზე;

  • რომელი გზებით არის შესაძლებელი მათთან გამკლავება და ჯანსაღი არჩევანის გაკეთება;

  • რატომ არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თვითშეგნება დამოკიდებულებების დაძლევის პროცესში.

სალონური საუბარი დაეხმარება დამსწრეებს უკეთ გააცნობიერონ დამოკიდებულებების ფსიქოლოგიური მექანიზმები და დაინახონ, როგორ შეიძლება მათი მართვა გახდეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მთავარი ნაბიჯი.

 


 

📅 შეხვედრის თარიღი: 11 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40