აღწერა

ეპოქა და ადამიანი

ისტორია, კულტურა და ხელოვნება
  • 32 ლექცია
  • დაწყების თარიღი: 11 ნოემბერი
  • სალექციო დღე: ოთხშაბათი
  • ფასი: 885 ლარი
  • გაიცემა სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

🌍 აზროვნების აკადემია იწყებს ახალ კურსს: "ეპოქა და ადამიანი"

🏛️კურსი გვთავაზობს მოგზაურობას კაცობრიობის კულტურული და ინტელექტუალური განვითარების ისტორიაში - ანტიკური სამყაროდან მოდერნიზმამდე. ოთხი დიდი ეპოქის გავლით დავაკვირდებით იმ იდეებს, მოვლენებსა და აღმოჩენებს, რომლებმაც ადამიანის აზროვნება და თანამედროვე სამყაროს ფორმირება განსაზღვრა.

🏺 მოგზაურობას ანტიკურობიდან დავიწყებთ, ეპოქიდან, როდესაც იბადება ფილოსოფიური აზროვნება, ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი და ქალაქური ცივილიზაციის ახალი ფორმები. გავეცნობით ძველი საბერძნეთისა და რომის სამყაროს და მის მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპული კულტურის ერთ-ერთ საფუძვლად დარჩა.

⛪ შემდეგ შუა საუკუნეების სამყაროში გადავინაცვლებთ - ეპოქაში, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ადამიანის ადგილი სამყაროში. განვიხილავთ რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, ბიზანტიის აღზევებას, ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ისლამურ ოქროს ხანას, შუა საუკუნეების ხელოვნებასა და ლიტერატურას და იმ კულტურულ პროცესებს, რომლებმაც რენესანსისთვის ნიადაგი შექმნა.

🎨 რენესანსთან ერთად ადამიანის ხედვაში ახალი გარდატეხა იწყება. ინდივიდის დაბადება, ჰუმანიზმი, ხელოვნების რევოლუცია, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია და მეცნიერების ახალი გაგება გვაჩვენებს, როგორ იწყებს ადამიანი სამყაროს ახლებურად დანახვას დაკვირვებით, კვლევითა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენით.

🔬 კურსის დასკვნით ნაწილში ახალი ეპოქისა და მოდერნიზმის სამყაროში შევალთ. განმანათლებლობა, კლასიციზმი, დარვინის ევოლუციის თეორია, მეცნიერული აზროვნების განვითარება, ინდუსტრიული და კულტურული გარდაქმნები, მოდერნისტული ფილოსოფია და ხელოვნება, ფროიდის მიერ ქვეცნობიერის აღმოჩენა და მასობრივი კულტურის დაბადება დაგვანახებს, როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე ადამიანის ცნობიერება.

კურსის დასასრულს ოთხ ეპოქას ერთ მთლიან სურათად შევკრავთ და დავფიქრდებით: რა გზამ მოგვიყვანა დღევანდელ სამყარომდე და რამდენად განსხვავებულია თანამედროვე ადამიანი იმ ადამიანისგან, რომელმაც ეს ისტორია დაიწყო.

გელით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ გაიაზროთ კაცობრიობის ისტორიის გარდამტეხი მოვლენები, მიიღოთ ინფორმაცია ეპოქებსა და ამ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების შესახებ და რაც მთავარია დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც კურსის განმავლობაში სფეროს სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ.

კურსის დეტალები:

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 20:00 საათზე

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖სრული კურსის ღირებულება - 885₾

🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

მოდული I — ანტიკურობა

თარიღილექტორილექციის თემა
11 ნოემბერინინო სამსონიაანტიკურობის მემკვიდრეობა (რა დახვდა და რა დატოვა)
18 ნოემბერიქეთევან მუხიგულიანტიკურობის ისტორიულ-კულტურული კონტექსტი
25 ნოემბერიქეთევან მუხიგულიანტიკური ფილოსოფიის დაბადება
2 დეკემბერინინო სამსონიაანტიკური ლიტერატურა და თეატრი
9 დეკემბერისანდრო ჩუბინიძეანტიკური არქიტექტურა და ურბანიზმი: წესრიგი, მასშტაბი და ინჟინერია
16 დეკემბერინიკა ხოფერიაძველი საბერძნეთი და რომი
23 დეკემბერი*ზაალ ჩხეიძეხელოვნების დაბადება: მითიდან ლიტერატურამდე

მოდული II — შუა საუკუნეები

თარიღილექტორილექციის თემა
13 იანვარინიკა ხოფერიაშუა საუკუნეების ფენომენი
20 იანვარილევან მათეშვილიეკლესია და სახელმწიფო
27 იანვარინიკა ხოფერიაბიზანტია, როგორც მემკვიდრე
3 თებერვალილაშა კილაძესხეული, სული და ფსიქიკა შუა საუკუნეებში
10 თებერვალილაშა კილაძეშუა საუკუნეების კულინარია და მედიცინა
17 თებერვალისანდრო ჩუბინიძესაკრალური არქიტექტურა: რომანული სტილიდან გოთიკამდე
24 თებერვალიანა ქირიაშუა საუკუნეების ლიტერატურა და რაინდული ეპოსი
4 მარტი*გიორგი ხულორდავაპარალელური სამყაროები: ისლამური ოქროს ხანა და კავკასია

მოდული III — რენესანსი

თარიღილექტორილექციის თემა
10 მარტიანა ქირიაისტორიულ-კულტურული კონტექსტი და ინდივიდის დაბადება
17 მარტიანა ქირიაჰუმანისტური ფილოსოფია
24 მარტიალექსანდრე ჩუბინიძემხატვრული რევოლუცია: ხაზოვანი პერსპექტივა, ანატომია და ნატურალიზმი
31 მარტილაშა ხარაზიმაღალი რენესანსი და ჰარმონიის იდეალი
7 აპრილიანა ქირიალიტერატურა რენესანსის ეპოქაში
14 აპრილიანა ქირიადიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: ევროპოცენტრიზმი და პირველი გლობალიზაცია
21 აპრილილევან მათეშვილირეფორმაცია და კონტრრეფორმაცია: ქრისტიანული სამყაროს გახლეჩა
28 აპრილივასილ გაბუნია (დისტანციური შეხვედრა)მეცნიერული რევოლუციის საწყისები

მოდული IV — ახალი ეპოქა: განმანათლებლობა, კლასიციზმი და მოდერნიზმი

თარიღილექტორილექციის თემა
5 მაისილაშა ხარაზიადრეული განმანათლებლობის ეპოქა
12 მაისიმარინა ლობჟანიძეკლასიციზმი — ვენის კლასიკოსები
19 მაისივასილ გაბუნია (დისტანციური შეხვედრა)საზრისები სამყაროსა და ადამიანის შესახებ: დარვინი, მენდელი და მენდელეევი
26 მაისისანდრო ჩუბინიძეისტორიულ-კულტურული გარდატეხა, ადამიანის ახალი ხედვა, ხელოვნების რევოლუცია
2 ივნისისანდრო ჩუბინიძემოდერნისტული არქიტექტურა
9 ივნისილაშა ხარაზიმოდერნისტული ფილოსოფია
16 ივნისიგიორგი ჭანტურიაფროიდი და არაცნობიერის ფსიქოანალიტიკური აღმოჩენა
23 ივნისიზაალ ჩხეიძელიტერატურა და ახალი ხმები
30 ივნისივახო ჯაჯანიძემასობრივი კულტურა: ფოტოგრაფია, მუსიკა, კინო

* აღნიშნული ლექციების თარიღები დასაზუსტებელია. ორგანიზატორი იტოვებს განრიგში ცვლილებების შეტანის უფლებას.