პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისი
განსხვავებული საზრისები-
დასაწყისი: 23 ივნისი
-
3 საათი
-
3 შეხვედრა
-
ფასი: 145 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც სამი შეხვედრისაგან შედგება. შეხვედრებს წარუძღვებიან ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
- 23 ივნისს დეკანოზი თეოდორე გაგნიძე განიხილავს ეგზისტენციალურ კრიზისს ქრისტიანული პერსპექტივიდან. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ადამიანის თავისუფლებას, ტანჯვის მნიშვნელობას, რწმენის კრიზისსა და იმ გზებს, რომლითაც ქრისტიანული ტრადიცია ცხოვრების საზრისის აღმოჩენას გვთავაზობს.
- 27 ივნისს ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი ისაუბრებს სიღრმის ფსიქოლოგიის პერსპექტივაზე. განხილვის საგანი იქნება ადამიანის არაცნობიერი სამყარო, შინაგანი კონფლიქტები, იდენტობის კრიზისი, ჩრდილის ფენომენი და ის ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც ხშირად დგას ცხოვრებისეული კრიზისების უკან.
- 4 ივლისს კი გაიმართება მათი საერთო შეხვედრა , სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ, როგორ პასუხობს ერთსა და იმავე კითხვებსა და თემებს ქრისტიანული აზროვნება და სიღრმის ფსიქოლოგია, სად იკვეთება მათი გზები და სად განსხვავდება მათი ინტერპრეტაციები.
📅დასაწყისი: 23 ივნისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 145₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40