აღწერა

ინდივიდუაცია და თვითაქტუალიზაცია

რეზო კორინთელი
  • სალონური საუბრები
  • 25 ოქტომბერი
  • სალექციო დღე: კვირა
  • 20:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"პიროვნება და მეტამორფოზის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ინდივიდუაცია დაა თვითაქტუალიზაცია", რომელსაც ფსიქიატრი რეზო კორინთელი წარუძღვება.

საუბრის ძირითადი საკითხი იქნება ადამიანის პიროვნული განვითარების ფსიქოდინამიკური გაგება, ის შინაგანი პროცესი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ ფსიქიკურ რეალობას, არაცნობიერ მოტივებსა და შინაგან კონფლიქტებს და ქმნის პიროვნულ მთლიანობას.

ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან განვიხილავთ ინდივიდუაციის პროცესს, როგორც საკუთარი არაცნობიერი შინაარსების გაცნობიერებისა და პიროვნულ სტრუქტურაში მათი ინტეგრაციის გზას. ყურადღება დაეთმობა იდენტობის ფორმირებას, შინაგან წინააღმდეგობებს, პროექციებსა და იმ ფსიქიკურ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

საუბარი ასევე შეეხება თვითაქტუალიზაციის ცნებას, რამდენად შეიძლება მისი განხილვა მხოლოდ პოტენციალის რეალიზებად და რამდენად არის იგი დაკავშირებული ადამიანის შინაგან თავისუფლებასთან, სურვილებთან, თვითაღქმასთან და საკუთარი ფსიქიკური გამოცდილების გაცნობიერებასთან.

📅 შეხვედრის თარიღი: 25 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური -50₾

🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40