ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება
-
4 შეხვედრა
-
დასაწყისი: 22 მაისი
-
სალექციო დრო: 20:00
-
ფასი: 145 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
22 მაისს აზროვნების აკადემიაში იწყება ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ლექციათა ციკლი, რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, ფილოსოფოსი ანა ქირია წარუძღვება.
ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე, უახლესი ქართული ლიტერატურის ჩამოყალიბებისა და ფორმირების კონტექსტში. მისი შემოქმედება მრავალშროვანია, რომელიც ერთდროულად მოიცავს, როგორც ფილოსოფიურ თემებსა და იდეებს, ისე ყოფით, ადამიანურ საკითხებს. მისი შემოქმედება შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სვამს შეკითხვას ადამიანის არსებობის, მისი ბუნებისა და ცხოვრების საზრისის შესახებ.
ლექციათა ციკლის ფარგლებში, ვისაუბრებთ მისი შემოქმედებიდან ოთხ მნიშვნელოვან ტექსტზე, ესენია: "ანტონიო და დავითი", "ზებულონი", "იგი" და "ქარავანი", ციკლის ფარგლებში შევეცდებით მისი ტექსტების მრავალმხრივ გაანალიზებასა და იმ ფუნდამეტური საკითხების წარმოჩენას, რომლის გავრცობასაც ცდილობდა ავტორი, ტექსტებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ იმ ფუნდამენტურ ლიტერატურულ იდეებზე, რომელიც მოიცავს საკითხებს: იდენტობასა და თვითშემეცნების, გაუცხოებასა და ეგზისტენციალური არსებობის, ცოდნისა და ჭეშმარიტების ძიების შესახებ.
ციკლში შემავალი სალექციო თემებია:
"იგი" - 22 მაისი.
"მდგმური" - 29 მაისი.
"ანტონიო და დავითი" - 5 ივნისი.
"ქარავანი" - 12 ივნისი.
📅 დაწყების თარიღი: 22 მაისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 ციკლის ღირებულება – 145₾🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40