ნაფიქრალი აზროვნების აკადემიის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებს აერთიანებს. თითოეული სპიკერი აუდიტორიას საკუთარ შინაგან მონოლოგს, გამოცდილებასა და ნაფიქრალს უზიარებს. ღონისძიების მსვლელობისას მსმენელი არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ თანამონაწილეც ხდება. თითოეული გამოსვლა საერთო თემას ეხება და აუდიტორიას განსხვავებული პერსპექტივიდან დანახულ იდეებს, გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს აცნობს.
2019 წლიდან დღემდე გაიმართა „ნაფიქრალის“ ოთხი ღონისძიება, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო და სიღრმისეულ თემას მიეძღვნა. თითოეულმა მათგანმა თავი მოუყარა მრავალფეროვანი სფეროს წარმომადგენლებსა და ასობით მსმენელს, რომლებმაც საერთო სივრცეში იდეების, გამოცდილებისა და შთაგონების გაზიარების შესაძლებლობა მიიღეს.
🔗ნაფიქრალი - მეტამორფოზა
🔗ნაფიქრალი - გზა
🔗ნაფიქრალი - მენტალური ჯანმრთელობა
🔗ნაფიქრალი - სიტყვის ძალა